კი დადგა ეს დღე საქართველოშიც... ფრთხილად იყავით მეგობრებო, მართლა ბევრი ადამიანი დაიღუპა... შხამია შემოსული

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მეგობრებს აფრთხილებს მოსალოდნელი საშიშროების შესახებ. ყველას მიმართავს თხოვნით, რომ არ მიიღონ ისეთი ნარკოტიკული საშუალებები, რომლის შესსახებაც არაფერი იციან, რადგან ამ გაუფრთხილებლობას უკვე ძალიან ბევრი მსხვერპლი ჰყავს.

"ადრე მახსოვს ამსტერდამში ჩავედი, ალბათ 15 წლის წინ, ან მეტის... ხო და იქ ყველა ეკრანზე იყო რეკლამა: "არ მიიღოთ ისეთი ნარკოტიკი, რისი შემადგენლობაც არ იცით"
ძალიან ახალაგაზრდა ვიყავი, თან ჩვენი ქვეყნიდან ჩასული, სადაც ნარკოტიკების მოხმარებაზე ციხეში ალპობდნენ. ჩემთვის ვფიქრობდი, რა უცნაური თხოვნაა, ანუ მიიღეთ ნარკოტიკი, ოღონდ რაც იცით ის, უცხო დილერებისგან არ იყიდოთო, მაგრამ ნაცნობებისგან იყიდეთო... ვა, ვფიქრობდი, სად არაინ ესენი გასულები... 
კი დადგა ეს დღეც საქართველოში, აცხადებენ, თუ შემადგენლობა არ იცით, ეგეთი ნარკოტიკი არ მიიღოთო, რაც იცით ის მიიღეთო ფაქტობრივად... წავსულვართ წინ 
მეც მგონია რომ კატეგორიული აკრძალვა ყოველთვის უარყოფითად მუშაობს. უნდა აუხსნან ადამიანებს სწორად.
ფრთხილად იყავით მეგობრებო, მართლა ბევრი ადამიანი დაიღუპა და არ ენდოთ არავის, შხამია შემოსული მართლა"