სიკვდილო, რა გინდა, რას გვერჩი, რატომ არ გვანებებ თავს - ზურა ხაჩიძეს 2 დღეში სამი უახლოესი მეგობარი გარდაეცვალა

მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ამ ორი დღის განმავლობაში მან სამი უახლოესი ადამიანი დაკარგა, მათ შორისაა. მისი თქმით არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხანი იცოცხლებ, მთავარია რამდენ სიკეთეს გააკეთებ ცხოვრებაში.

სიკვდილო!
სიკვდილო!
სიკვდილოოოო!
რა გინდა? რას გვერჩი?რატომ არ გვანებებ თავს?!  
შენთან შერკინებაში უძლურია კაცობრიობა.
ამ ორი დღის მანძილზე სამი ღირსეული, შეუშლელი ძმობაში, პროფესიონალი თავის საქმეში, მამულიშვილი დავკარგეთ! 
Ucha Malazonia  Lasha Gogiashvili  შალვა ბერძენიშვილი 
ძალიან რთული იქნება თქვენს გარეშე ცხოვრების გაგრძელება, მაგრამ თქვენ ამ ქვეყანაში დატოვეთ - სიყვარული, სითბო და მოგონება რომელიც მეხსიერებიდან არ წაიშლება და გულში სულ იქნება… 
ამ ბოლო დროს ნელ-ნელა ვხვდები, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის წახვედი ამ ქვეყნიდან, მთავარი ის არის  რამდენი სიკეთის გაკეთება მოასწარი და რამდენ ადამიანს გაუთბე გული!    
ღმერთმა მოიხსენო თქვენი სულები! ამინ