საქართველოში საპენსიო დანაზოგი 2.67 მლრდ ლარია - საპენსიო სააგენტო

საპენსიო აქტივების ღირებულება 2.67 მლრდ ლარს, ამონაგები კი იმავე პერიოდზე 375 მილიონ ლარს შეადგენს – საპენსიო სააგენტო 10 ოქტომბრის სტატისტიკას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 2,576 -მა ადამიანმა, პენსიის სახით გაცემულმა თანხამ კი 6,247,895 ლარს მიაღწია.