ამ სფეროში დასაქმებულებს ყველაზე დაბალი ხელფასი აქვთ საქართველოში
- 11/10/22
- 58013 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
2022 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.1 პროცენტით (190.3 ლარით) გაიზარდა და 1 446.5 ლარი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გამოქვეყნებულია ხუთი დარგი, სადაც დაბალი ხელფასი 2022 წლის 1-ლი კვარტალის მონაცემებით ფიქსირდება:
განათლება - 895.4 ლარი;წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 916.2 ლარი;სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 933.2 ლარი;ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 1 034.5 ლარი;განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 1 045.5 ლარი.