მოსკოვის მაღაზიებშიც დამხვდა ქართული წარმოების კოკა-კოლა... აგერ ბატონო ვიდეო - ვის შეაქვს ქართული კოკა-კოლა რუსულ ბაზარზე და რას ამბობს ამასთან დაკავშირებით სოფო ჭყონია
- 12/10/22
- 63684 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
რამდენიმე დღის წინ ალტ ინფოს ერთ-ერთმა ლიდერმა და დამფუძნებელმა გამოაქვეყნა პოსტი სადაც იძახდა, რომ ქართული წარმოების კოკა-კოლა რუსულ ბაზარზე აღმოაჩინა, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ქართველ მოსახლეობას შორის. როგორც ქართული კოკა-კოლას დამფუძნებლის შვილმა კომენტარებში დაწერა ეს არის სიცრუე და აღნიშნული ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება.
კონსტანტინე მორგოშიამ აღნიშნულ კომენტარს რუსულ მაღაზიაში გადაღებული ვიდეოთი უპასუხა და დაწერა: "სოფო ჭყონიას "კითხვაზე" ვატარებ თუ არა ჩანთებით კოკა-კოლის ბოთლებს, ვუპასუხებ, რომ არ დამჭირდა, ვინაიდან ქალაქ მოსკოვის მარკეტებშიც საკმარისად დამხვდა..არ დამეზარა და აგერ ბატონო, რომ დარწმუნდეთ. ასეთი ვითარებაა... "აღიარებაც რომ უტყდებათ"