
ამ პოსტს რომ ვწერ, ცრემლი გამდის ღვარად... სად ჯანდაბაში წავიდეთ?! რა გავაკეთოთ?!
- 13/10/22
- 61999 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

დღეს შემზარავი ამბავი მოხდა, რამაც მთელი საქართველოშეზარა. 13 წლის ბავშვს, რომელსაც თამაშის დროს შადრევანში ბურთი ჩაუვარდა დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. მთავარმა არხმა გაავრცელა კადრები სადაც ჩანან შოკირებული მეგობრები და ახლობლები. უამრავი ფეისბუქ პოსტი იწერება სადაც ყველა თბილისის მერიას და საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს:
"ამ პოსტს რომ ვწერ, ცრემლი გამდის ღვარად..
უკვე ძალიან საშიში ხდება ამ ქალაქში ცხოვრება!!!
ქალაქის ცენტრში, პარკში, შადრევანში რომ დენი არტყამს ბავშვს, როგორ გავზარდოთ შვილები ასეთ ქალაქში?!
გაზი რომ აფეთქდა და კორპუსი ჩამოინგრა დიღომში, ის ამბავი დავივიწყეთ და არხეინად გავაგრძელეთ ცხოვრება..
ახლა ეს...
რამდენი?! როდემდე?!
სად ჯანდაბაში წავიდეთ?! რა გავაკეთოთ?!
ნებისმიერი ჩვენგანის შვილი შეიძლებოდა ყოფილიყო იქ!!!" - წერს ნანა ცერცვაძე.
"ერთ დღეს ვერ გაილაღებ.
ვაკის პარკში მოთამაშე ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, ამოტანისას დენმა დაარტყათ და ერთი გოგონა გარდაიცვალა.
ასეთ დროს მერი და უშუალოდ შემსრულებლები რას შვებიან?
მინიმუმ თანამდებობის პირები უბრალოდ ტოვებენ თანამდებობას და ბოდიშს იხდიან.
იმედია, არ დაიწყება ახლა "გაპრავებები" ამ ამბის!" წერს მაიკო წერეთელი