მიხარია რომ ჩემი შვილი ასეთ გარემოში იზრდება - რა ვიდეოს აქვეყნებს ბერა ივანიშვილი და რატომ არ იზრდება მისი შვილი საქართველოში?!

ბერა ივანიშვილი შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ უხარია, რადგან მისი შვილი ასეთ გარემოში იზრდება (გულისხმობს ბრაზილიას). შეგახსენებთ, ბერა ივანიშვილი მეუღლესთან და შვილთან ერთად უკვე რამდენიმე წელია საქართველოში აღარ ცხოვრობს. ისინი ჯერ სამხრეთ კორეაში ცხოვრობდნენ, ახლა კი როგორც ვიდეოდან ირკვევა ბრაზილიაში ცხოვრობენ.
"ერთ-ერთი, რითაც ბრაზილიაში ყველაზე მეტად ვარ აღფრთოვანებული, არის ფეხბურთისადმი სიყვარული. მე არასდროს მინახავს ეს არსად მთელ მსოფლიოში. მიხარია, რომ ჩემი შვილი იზრდება ამ ზეიმისა და ერთიანობის ატმოსფეროში. ის უკვე პატარა დიდი „ფლამენგოა“. ვულოცავ გამარჯვებას" - წერს ივანიშვილი.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by BERA (@beraofficial)