გამოაცხადეთ სრული მობილიზაცია, კოსმიური შტორმი იწყება - მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას აფრთხილებს

მიხელ ცაგარელი მოსახლეობას მოსალოდნელი შტორმისა და არეულობის შესახებ აფრთხილებს და ამბობს, რომ ეს პერიოდი 15 ნოემბრამდე გაგრძელდება. "გამოაცხადეთ სრული მობილიზაცია, კოსმოსური შტორმი გვაქვს. დღეიდან დედამიწა უარყოფით ენერგო ველში შედის, რაც ქმნის კონფლიქტებს და სხვადასხვა სახის უსიამოვნებებს. ასევე, მზე გადადის მორიელში. და მესამე, მზის და მთვარის დაბნელება გვაქვს" - ამბობს ასტროლოგი ტვ იმედის ეთერში.