პასუხი ყველას გუშინ არ გასული გადაცემის გამო... რატომ არ გაუშვეს ნეკა დოროყაშვილისა და თამო ვაშალომიძის დაპირისპირება ეთერში - ია ფარულავა განცხადებას ავრცელებს

გუშინ ია ფარულავას გადაცემა ფორმულას ეთერში არ გავიდა, ამის მიზეზად მსახიობი და ტელეწამყვანი იმას ასახელებს, რომ ამ სიტუაციაში თამოს და ნეკას დაპირისპირების კადრების გაშვება არ იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება. დასძენს იმასაც, რომ ფორმულა არაა რეიტინგზე ორიენტირებული ტელევიზია და ზუსტად ამიტომ ამ გადაცემის გაშვება დროებით შეჩერდა, მაგრამ ის აუცილებლად გავა ფორმლას ეთერში.
"პასუხი ყველას გუშინ არ გასული გადაცემის გამო :
არსებული ვითარებიდან  გამომდინარე , ცოტა ხნით გადავდეთ თამო ვაშალომიძეს გადაცემის გაშვება  .....თამოს და ნეკას დაპირისპირების ამბავი ახლა არ იქნებოდა სწორი და მართებული ...ფორმულა არ გახლავთ რეიტინგზე დაგეშებული არხი...
ეს გადაცემა ახლო მომავალში გავა აუცილებლად... დიდი მადლობა რომ გვიყურებთ"