სწორედ აქ მარხია ძაღლის თავი... შეეგუეთ... - ბაია პატარაია
- 25/10/22
- 51105 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
უფლებადამცველი ბაია პატარაია ბასილაშვილისა და დოროყაშვილის დაპირისპირებას გამოეხმაურა და წერს, რომ ქალს საკუთარი თავი თვითონ ეკუთვნის და არა სხვას, ქმარს, შვილს ან სხვა მეორე პიროვნებას. მისი თქმით ალოგიკურია იმის ფიქრი, რომ ლამაზმა და რეალიზებულმა ქალმა ყოფილი ქმრის გამწარებისთვის ატეხა ამხელა ამბავი.
"რა ფალოცენტრულია იმ ადამიანების აზროვნება, ვინც თვილის, რომ ლამაზმა, ახალგაზრდა, წარმატებულმა და შეძლებულმა ქალმა მეტი გასართობი ვერ ნახა ამ ცხოვრებაში და უბრალოდ ყოფილი ქმრის გამწარებას ცდილობს უშედეგოდ.
really?!
ამის იქეთ რანაირად ვერ მიდის თქვენი აზროვნება? ნუთუ მართლა გჯერათ, რომ ქალის მთელი ცხოვრება ერთი მოძალადე კაცის გარშემო ტრიალია?
ჯიზეზ!
სწორედ აქ მარხია ძაღლის თავი: როცა გგონიათ, რომ ლამაზ და წარმატებულ, (თუმცა ტლუ) სპორტსმენს უნდა ეთაყვანონ ქალები.
ვერ მოგართვით!
ქალის ცხოვრებაში მთავარი ადამიანი არის თვითონ ქალი (და არა ქმარი, შვილი, ან წარმატებული სპორტსმენი).
შეეგუეთ!"