2017 წელს ბექა რომ მოგიკლეს მაშინ მოგკლეს შენც - რა ვითარებაში დაიღუპა ხახუბიას შვილი 2017 წელს?

დღეს ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია, თბილისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით ირაკლი ხახუბიას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა მას შემდეგ, რაც მისი 21 წლის შვილი პოლიციელების გაუფრთხილებლობის გამო ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
სოციალურ ქსელში ირაკლი ხახუბიას მეგობარი, შორენა მირცხულავა პოსტს აქვეყნებს და წერს "ბექა რომ მოგიკლეს მაშინ მოგკლეს შენც ჩემო გულგაგლეჯილო მეგობარო!!! უმწეოთა და ობოლთა დამპურებელო ირაკლი ხახუბია!!!" 

21 წლის ბექა ხახუბიას, რომელიც მაგისტრალზე სწრაფი სიჩქარით მოძრაობდა და რომელიც საპატრულო პოლიციას არ დამორჩილდა, გზა სატვირთო ავტომობილით გადაუკეტეს, თუმცა გვირაბიდან გამოსულმა ხახუბიამ ავტომობილის შეჩერება ვეღარ შეძლო და სატვირთოს დიდი სისწრაფით დაეჯახა. ხახუბია ადგილზე გარდაიცვალა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს კი ბრალი უფლებამოსილების გადამეტებისა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით წარუდგინეს.