ეს სქრინი ვრცელდება... უკვე მივმართე სამხარაულის ექსპერტიზას, შესაბამის ორგანოებსაც...

პრაიმჰაუსის მონაწილე გურამ შეროზია ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ სამხარაულის ექსპერტიზა და სხვა შესაბამსი ორგანოები უკვე ჩართულია ამ საქმეში და მალე გამომჟღავნებს იმას, ვინც ყალბ ინფორმაციას ავრცელებს და დაისჯება.
"ეს სქრინი ვრცელდება ტიკტოკზე და ფბ-ზე, ასევე ლაივში გააჟღერა ერთ-ერთმა მონაწილემ.
უკვე მივმართე სამხარაულის ექსპერტიზას, შესაბამის ორგანოებსაც და ყალბი სქრინის გავრცელებისთვის - ზომებს მივიღებთ!
ვინც დაიჯერეთ - საღოლ, ზუსტად ასე აბდა-უბდა გრამატიკით ვწერ ხო, ამ ლექსიკით და ასე ვექცევი მეგობრებს თქვენი აზრით? ან დრო, ან seen, არაფერი რომ არ აქვს, ფოტოშოპიც რომ არ იციან.
დავიღალე, ვეღარაფერზე გავჩუმდები!"