ჩემი ქალიშვილი უცბათ მეუბნება, მამა შენ არ ინერვიულოო...

დღეს იმედის  გადაცემის ერთ-ერთი რუბრიკა შვილების აღზრდას და მათი გენდერის მიერ დაყოფას მიეძღვნა. კერძოდ კი საუბარი იყო "კარგი გოგოს სინდრომზე". ნიკოლოზ წულუკიძეს როგორც მოგეხსენებათ ქალიშვილი ჰყავს და ჰკითხეს, არის თუ არა მისი გოგოსთვის ის ფაქტი წყეხი, რომ მამამისი ცნობილი ადამიანია:


"ამ დილით რომ სკოლაში მივდიოდა, მისთვის ტრანსპორტს უნდა გამოევლო. უცებ მითხრა, მამა, არ ინერვიულო, მე მსახიობობა არ მომინდებაო. ერთხელ მაქვს ნათქვამი, რომ არ მინდა, ჩემი შვილი არტისტი გამოვიდეს. ძალიან უფრთხილდება ჩემს აზრს, მაგრამ ეს ძალიანაც არ მინდა.
ჩვენს ოჯახში აღზრდის ორი მეთოდი ჰქონდათ: დედაჩემი დაიდებდა ყველა საგანს და უნდა ჩამებარებინა ყველა გაკვეთილი. მამაჩემი მეტყოდა, ჩამაბარე ისტორია და ქართულიო, იცოდა, რომ ეს საგნები გამომდიოდა. იცოდა, რომ ფიზიკა მეზობლის დაწერილი იყო. სულ მიხაროდა, როცა გაკვეთილებს მამაჩემი იბარებდა.
ჩვენ უნდა ვეძებოთ ჩვენს შვილში, რა უნდა მას და ის მიმართულება მივცეთ. კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა გულწრფელად – დიდებული ხალხის შვილებმა, მსახიობების, მწერლების, ძირითადად, ვინც მახსენდება, თავისი ვერაფერი გააკეთა – დაბერდნენ და ისევ მათ შვილებად მოიხსენიებენ…"