რადგან უამრავ ადამიანს აინტერესებს მისი ვინაობა გეტყვით... დახმარებას არ ითხოვს... მათ ყველაზე მაგარი რამ აქვთ, ერთმანეთი ჰყავთ...
- 01/11/22
- 71339 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
გუშინ გავრცელებულმა ფოტოსურათმა, სადაც დედა, რომელსაც მცირეწლოვანი ბავშვი უჭირავს გლოვოს ზურგჩანთით შეკვეთებს არიგებდა დიდი გამოხმაურება ჰპოვა. უამრავ ადამიანს აინტერესებს თუ როგორ უნდა დაუკავშირდეს ამ გოგონას და როგორ უნდა დაეხმაროს. ამასთან დაკავშირებით ანა გვაზავამ პოსტი გამოაქვეყნა სადაც მითითებულია ამ გოგონას კოორდინატებიც.
"გამარჯობა , რადგან უამრავი ჩემი მეგობარი აზიარებს ფოტოს და სურს გაიგოს სუპერ დედიკოს ვინაობა ვინც ასე ძალიან ცდილობს მის შვილებზე ზრუნვას გეტყვით რომ ეს გოგონა დარიაა 26 წლის , ძალიან ყოჩაღი და მაგარი დედა. ჩემი მრავალჯერ ხსენებული და შექებული.
ორი შვილი ჰყავს ბიჭი 1 წლის და 4 თვის რომელიც ფოტოზე ნახეთ და გოგონა 8 წლის.
ბევრი რამ გამოიარეს, ცდილობს ძალიან რომ მის შვილებს სტაბილური შემოსავალი ჰქონდეთ.
ჩემს მეგობრებს ყველას გემახსოვრებათ მისი ისტორია… ზედმეტად რომ არაფერი დავამძიმო ავრორას , დარიას შვილის დაბადებისდღე მოდის. ყოველწელს ვცდილობთ მის გახარებას.
თუ სურვილი გაგიჩნდებათ ვუთითებ მის ანგარიშის ნომერს
საქართველოს ბანკი
GE43BG0000000525927634
ძალიან მიხარია რომ უამრავი ადამიანი დაინტერესდა მათი ისტორიით . დამატებით ინფორმაციას ალბათ დარია თავად გაგიზიარებთ , როცა ამას შეძლებს და სურვილი ექნება. ახლა მათთვის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია.
და ხო მართლა , ბევრმა აღნიშნა კომენტარებში რომ ძლიერია , რომ ამაყად დადის , რომ დახმარებას არ ითხოვს . მათ ყველაზე მაგარი რამ აქვთ, ერთმანეთი ჰყავთ და რწმენა აქვთ რომ აუცილებლად ყველაფერი გამოუვათ . ????❤️
მადლობა ყველას ვინც გარშემომყოფებზე ზრუნავს, ხედავს და ცდილობს დაეხმაროს
აბა ჩვენ ვიცით ✊ იმედია ბევრი გაიცნობთ და თავადაც შეაგულიანებთ რომ უამრავი გულშემატკივარი ჰყავთ
თქვენივე თხოვნით ვუთითებ თბს ბანკის ანგარიშის ნომერს
#GE54TB7018045061600016
ანა გვაზავა" - წერს ანა გვაზავა სოციალურ ქსელში