ცოტა ხნის წინ მეუღლე დამეღუპა... ჩემს შვილს მაქსიმალურად ვუწყობ ხელს... - ნინი ტურავას ცხოვრების უცნობი დეტალები

გამოცემა "პრაიმტაიმმა" 'პრაიმ ჰაუსის' ერთ-ერთ ახალ მონაწილესთან ნინი ტურავასთან ჩაწერა ინტერვიუ, სადაც ნინი ტურავამ თავის ოჯახურ მდგომარეობასა და იმ დიდ ტრაგედიაზე ისაუბრა, რამაც მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა.

"ნინი ტურავა​: პროფესიით ჟურნალისტი ვარ, მაგრამ ახლა, ამ ეტაპზე ფიტნეს ტრენერი გახლავართ. ერთ-ერთ დარბაზში ვავარჯიშებ. ჩემი პროფესიით წლების წინ, ცოტა ხანს ერთ-ერთ პრესაში ვმუშაობდი, თან ვსწავლობდი, თან სტაჟირებას გავდიოდი. შემდეგ რაღაცები მოხდა ჩემ ცხოვრებაში, რის გამოც ვერ მოვახერხე ჟურნალისტიკის სფეროში საქმიანობა.
- რამ შეცვალა ვითარება?
- გავთხოვდი, მეყოლა შვილი. შემდეგ ჩემი ურთიერთობები ცოტა აირია. რამდენიმე წელში კი ჩემი მეუღლე დაიღუპა... ღვიძლის დაშლა ჰქონდა, გადაინერგა, მაგრამ კარგი შედეგები არ ყოფილა." - ამბობს გამოცემასთან საუბრისას ნინი ტურავა