სამწუხაროდ ერთად აღარ ვართ - რატომ დაშორდს ჩცდ-ს ყველაზე პოპულარული წყვილი ერთმანეთს

ჟურნალ გზასთან ინტერვიუში "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი ნინა ლორთქიფანიძე საუბრობს რომ ის და გიორგი ტაბიძე ერთმანეთს დაშორდნენ. დაშორების ზუსტ მიზეზს არ ასახელებს მაგრამ ამბობს, რომ ახლა ძალიან კარგად გრძნობენ თავს და ერთმანეთთანაც მეგობრობენ. შეგახსენებთ, როგორც ფილმში ასევე რეალურ ცხოვრებაში ნინა და გიორგი დანიშნულები იყვნენ.
"სამწუხაროდ, ერთად აღარ ვართ, მაგრამ ამაზე ლაპარაკი დიდად არ მიყვარს. თუმცა ახლა ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენი დაშორება ცალმხრივი გადაწყვეტილება არ ყოფილა, ასე მივიჩნიეთ საჭიროდ. ახლა ორივე ბედნიერად ვგრძნობთ თავს" - ამბობს ნინა ლორთქიფანიძე.