გურამ შეროზია სულ ეს ხარ? სასწრაფოდ დამაკავშირეთ ამ კომპანიასთან სანამ სხვანაირად დავუკავშირდები... - რა მიმოწერა გამოუქვეყნა მერსი სულხანიშვილმა შეროზიას, რის გამოც საჯაროდ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს

მერსი სულხანიშვილი გურამ შეროზიას საჯაროდ დაუპირისპირდა და საკუთარი ინსტაგრამის დაბლოკვაში ადანაშაულებს, როგორც მან სქრინი გამოაქვეყნა უცნობი პიროვნება წერს, რომ ამ საქმეში გურამის ხელი ურევია, მანაც დაიჯერა ეს ყველაფერი და სოციალურ ქსელში დაწერა: "Guram Sherozia სულ ეს ხარ? პატარა ადამიანი დიდი ეგოთი სასწრაფოდ დამაკავშირეთ მეიჟორელის კომპანიასთან ???? სანამ სხვანაირად დაუკავშირდნენ"

კომენტარებში გურამ შეროზიამ ყველაფერი უარყო და ისიც დაუპირისპირდა მერსის, თქვა რომ ცრუ ბრალდებაა ეს ყველაფერი. ასევე სხვა კომენტარებს თუ თვალს გადავავლებთ ყველა იმას წერს, რომ შეროზია და ვერცერთი კომპანია ამას ვერ იზამდა რადგან ეს მეტა პლატფორმის გადაწყვეტილება იყო.