მარადონა, ინსინიე, კავანი ახლა კი კვარაცხელია - რატომ და ვინ ძარცვავს ნაპოლში ჩასულ ფეხბურთელებს?!

გუშინ გავრცელებული და დადასტურებული ინფორმაციის თანახმად ქართველ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას ავტომობილი მოპარეს, დღის მეორე ნახევარში (უკვე საღამოს) იტალიის პოლიციამ შეძლო და კვარაცხელიას მოპარულ ავტომობილს სხვა პროვინციაში მიაგნეს. პოლიციის ინფორმაციით კვარაცხელიას ავტომობილი დაუზიანებლად დაუბრუნდა.
ასევე აღსანიშნია ის ფაქტიიც რომ ნაპოლი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია სადაც ხშირი ქურდობები ხდება. იტალიურმა პრესამ დღეს რამდენიმე ამბავიც გამოაქვეყნა, რომელიც ცნობილი ფეხბურთელების გაქურდვას უკავშირდება, ისინიც ზუსტად მაშინ გაქურდეს, როდესაც ნაპოლიში დაიწყეს თამაში. მათ შორისაა მარადონა, ინსინიე, კავანი და ახლა უკვე მათ რიცხვს კვარაცხელიაც შეუერთდა.

დიეგო არმანდო მარადონა
ძარცვას თავის დროზე ვერც ყველა ნეაპოლელის მთავარი კერპი დიეგო მარადონა გადაურჩა. ერთხელ ლეგენდარულმა არგენტინელმა აღმოაჩინა, რომ ბანკში მისი პირადი სეიფიდან ოქროს ძვირფასი საათები მოიპარეს. მაშინ დიეგომ დახმარებისთვის პოლიციის ნაცვლად გავლენიან მაფიოზებს მიმართა, რომლებთან მეგობრობა აკავშირებდა. რა გასაკვირია, მოპარული საათები მარადონას მალევე დაუბრუნეს.

ედისონ კავანი
როგორც ჩანს, ძვირფასი საათები ადგილობრივი ქურდებისთვის განსაკუთრებული სამიზნეა. ურუგვაელი ედინსონ კავანის შემთხვევაში, კრიმინალებმა ძვირფასი აქსესუარი ხელში მისი ცოლისგასნ ჩაიგდეს. ქალი ავტომობილში ჯდებოდა, როდესაც მას სკუტერით ორი უცნობი მიუახლოვდა, რომლებმაც იაღაღის მუქარით ხელიდან 18 ათასი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა მოახსნევინეს. 
მოგვიანებით თავდასხმა ფეხბურთლის სახლზეც განხორციელდა. იმ მომენტში თავად კავანი ურუგვაის ნაკრების განკარგულებაში იყო, ვილაში კი მისი შინაური არავინ იმყოფებოდა. მძარცველებმა სახლიდან ყველა ძვირფასი ნივთი გაიტანეს. ამ ინციდენტიდან მალევე, ედინსონ კავანიმ ნეაპოლის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. 

ლორენცო ინსინიე
კვარაცხელია, მარადონა, კავანი და ნეაპოლელი ქურდები უსიამოვნებები თავიდან ვერც ნეაპოლში დაბადებულმა და გაზრდილმა ლორენცო ინსინიემ და მისმა ცოლმა აირიდეს. ბოროტმოქმედები ლორენცოს ავტომობილს მაშინ დაესხნენ, როდესაც შიგნით თავად ფეხბურთელი, მისი რჩეული და მეგობრები იმყოფებოდნენ. შუა ქალაქში, პისტოლეტის მუქარით, ორმა კრიმინალმა ინსინიეს ძვირფასი საათი, მის ცოლს კი ძვირფასი თვლებით მორთული სამაჯურები ჩამოართვა.