სამწუხაროდ დადგა ეს მომენტიც... 40 წლის ბებერს პროექტში რა უნდაო...

ლენუკა ყიფშიძე გუშინ პრაიმ ჰაუსის ერთ-ერთ აუტსაიდერად დასახელდა, რამაც მას ძალიან დასწყვიტა გული, მისი თქმით არ ელოდა თუ ასე მალე დაჯდებოდა აუტსაიდერების სკამზე, მაგრამ მოთამაშეებმა და მისმა წინა კვირის საქციელმა ეს ყველაფერი გადაწყვიტა. ლენუკა მხარდამჭერებს სოციალურ ქსელში მიმართავს და მათი გვერდში დგომის იმედი აქვს.
"ჩემო გულშემატკივრება მართლა არ მეგონა თუ ესე მალე მოვიდოდა ჩემი აუთსაიდერობის ჯერი სამწუხაროდ დადგა ეს მომენტიც... გულით და სულით მინდა რომ ჩემი ადამიანობა შესაძლებლობა გავაგრძელო პროექტში... ვნახოთ ესეც რათქმაუნდა თქვენი გადაწყვეტილებით მოხდება და თქვენი სურვილით... უღრმესი მადლობა მილიონობით სმს ვიღებ თქვენგან და საოცარ სიყვარულს ვისმენ თქვენგან... დავამატებ კიდევ ერთ რამეს სამწუხაროა ის რომ 40 წლის ბებერს პროექტში რა უნდაო ამაზე ხაზ გასმა ჩემთვის ძალიან არასასიამოვნოა , მაგრამ ეგეც არაფერია ... უღრმესი მადლობა ყველას წლები მემატება ისეთი ბედნიერი ვარ ამხელა სიყვარული , რომ დამანახეთ ... ცოტა დაბნეულად ვწერ ბოდიშს გიხდით..."