არ დავწერთქო მაგრამ უნდა დავწერო... გაოგნებული ვარ
- 17/11/22
- 55652 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
მანუჩარ ჩაჩანიძე ერთი კვირისწინანდელ ამბავს იხსენებს რა დროსაც სვეტიცხოველში მამაომ უკრაინელი ბავშვის მონათვლაზე უარი განაცხადა. მიზეზად კი ის დაასახელა რომ თურმე ჩვენ ვეკუთვნით რუსეთის საპატრიარქოს, ხოლო რუსული ეკლესია არ აღიარებს უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიას.
"არ დავწერთქო, მაგრამ უნდა დავწერო, გაოგნებული ვარ მომხდარიდან 1 კვირის შემდგომაც!
სვეტიცხოველი 2022 წლის 10 ნოემბერი!
მივდივარ, უკრაინელი მეგობრების თხოვნით, რომ შევუთანხმდე მღვდელს ნათლობის დღეზე და დროზე:
- მამაო უკეაინელი ბავშვი მოყავთ, რომ მოინათლოს აქ ჩვენთან(გახარებულო სახით ვესაუბრები)
სვეტიცხოვლის ისტორიას, რომ ვუყვებოდი ძალიან მოუნდათ ბავშვის აქ მონათვლა, შაბათს 1 საათზე თუ შეილება, რომ
მოვიდნენ და მონათლოთ?
- უკრაინელები არიან?
- დიახ
- უკრაინაში არიან მონათლულები მშობლები?
- დიახ
- ნათლიები?
- ნათლიებიც უკრაინელები არიან
- ვერ მოვნათლავთ, საპატრიარქოში უნდა შეათანხმოთ, ეს საკითხი
- რას ამბობთ რაა შესათანხმებელი?
- ჩვენ ვეკუთვნით, მოსკოვის პატრიარხატს, მოსკოვის საპატრიარქომ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია არ აღიარა, ასევე ჩვენც არ დავუჭირეთ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი, მსგავსი მსახურების აღსრულება, ნებართვის გარეშე არ შეგვიძლია
- რას ამბობთ მამაო, ადამიანს მონათვლა თუ უნდა , რა მნიშვნელოვა აქვს, რომელ სარწმუნოებას ეკუთვნის? ან სადაა მონათლული?
- ერთადერთი გამოსავალი არის, რომ შეათანხმოთ საპატრიარქოში და მეორე იმ
შემთხვევაში შეილება მონათვლა, თუ მშობლები და ნათლიები მონათლული არიან იქამდე, ვიდრე უკრაინის ეკლესია გაემიჯმებოდა რუსეთის ეკლესიას.
აი აქ უკვე გაბრაზება შემეტყო და გამიჩნდა ბევრი კითხვა , ყველა კითხვის წინ კი იყო რატომ? რატომ და რატომ?
ტვინი მეღრძო, გული ჩამედუღა და ძაან ვინერვიულე, ოღონდ მართლა!
წაკითხული მაქვს და კიდევ წავიკითხე ამ საკითხის გარშემო ბევრი რამ, ყველგან წერია ისეთი რამე, რაც გულს მიკლავს!
საბოლოოდ ბავშვი მოინათლა, თუმცა იმიტომ რომ მოსკოვის პატრიარხატის დროს იყვნენ მონათლულები!
---------------------
როგორ შეილება იყოს, რუსული ეპარქიის ეშმაკი და ბოროტი საჭედმპყრობელი(ამ სიტყვის თწმაც სირცზვილია მასზე, უფრო ტანკებმპყრობელი ქურდბაცაცა) ჩვენზე უპირატესი? ან როგორ უნდა უდგენდეს საქართველოს ეს, მართლა ეშმაკის მოციქული რა უნდა გააკეთოს?
როდესმე რამეში ვიქნებით ეს ქვეყანა მართლა თავისუფალი??
პ.ს.
არ დამიწყოთ რომელიმემ ქადაგებები ახლა და კუდები არ მოაბათ სხვანაირი!
ვინც არ იცით იკითხეთ, რამდენად კარგად მესმის ეკლესიის და რწმენის არსი!"