პროექტშიც შენი ნამდვილი სახე და პრინციპები არ დაკარგე... რეიტინგული არ არის კარგი თვისებების ჩაცმა - რას წერს ნატალია ყიფშიძე მამიდაზე?!

ნატალია ყიფშიძე პრაიმჰაუსის აუტსაიდერ მამიდაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ლენუკა ყიფშიძეზის დადებითი თვისებები ჩამოთვალა. მისი თქმით მამიდამისს მთელი პროექტის განმავლობაში ერთხელაც არ უთვალთმაქცია, ის ნამდვილად ასეთია, კეთილი, თბილი, გულწრფელი.
"ჩვენი ურთიერთობა დაბადების წამიდან განსაკუთრებულია...როგორც საკუთარ შვილს ისე აღმიქვამს და მეც იმავე სიყვარულს ვუბრუნებ... ჩემი საყვარელი trip partner, მესაიდუმლე და მეგობარია... ოჯახში 10 ადამიანი ვართ და მიჩვეულია ბევრი სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანთან ერთად ცხოვრებას. კონფლიქტის გადაჭრაში ერთად ვიღებთ მონაწილეობას და ვცდილობთ სახლში სიმშვიდე შევინარჩუნოთ.
ამ პროექტშიც ამ განწყობით შევიდა და მიყვა მოვლენების განვითარებას. ვამაყობ იმით, რომ პროექტშიც შენი ნამდვილი სახე და პრინციპები არ დაკარგე. მაყურებელმა ვერ დაინახა შენი საგანძური ალბათ იმიტორო რეიტინგული არ არის კარგი თვისებების ჩასმა... მზრუნველი, კეთილი და ყველასთვის საყვარელი ადამიანი ხარ! გაუმართლათ მონაწილეებს შენთან ერთად ცხოვრება რომ შეძლეს ... დაუჭირეთ მხარი ჩემ უკუკას..." - წერს ნატალია ყიფშიძე სოციალურ ქსელში