არჩი აღარ გვყავს, მივიღეთ მისი ევთანეზიის გადაწყვეტილება... არავის ვუსურვებ იმას, რაც ჩვენ გავიარეთ

დღევანდელ შემზარავ ამბავს რა დროსაც ოჯახის პიტბულმა 2 წლის ბავშვი დაგლიჯა და ბავში უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოშია მოთავსებული უამრავი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული პოსტი ანუ გაგუას ეკუთვნის, რომელიც განმარტავს თუ როგორი უნდა იყოს რეგულაციები და რატომ. მისი თქმით საკუთარი ძაღლი 1 თვის წინ დააძინეს, რადგანაც ზედმეტად აგრესიული იყო მიუხედავად წვრთნებისა და ყველა საჭირო გამოკვლევებისა. როგორც ის ამბობს ძაღლს მენტალური პრობლემები ჰქონდა.
"დღეს მორიგი ადამიანი (2 წლის ბავშვი) დაგლიჯა ძაღლმა, რომელიც იმავე ოჯახს ეკუთვნის და „მოულოდნელად“ გახდა აგრესიული. 
გადაგვივლის ახლა ასმეორასე ტალღა, პიტბულების, ზოგადად ძაღლების და იმათი პატრონების, ბავშვების და იმათი მშობლების აკრძალვის შესახებ და მერე მომცრო „ძაღლი რა შუაშია ხალხო, პატრონია მოსაკლავი“ ტალღაც. 
ჰოდა სანამ ცხელია, საკუთარ, უმწარეს გამოცდილებას მოგიყვებით ცოტა ვრცლად:
არჩი აღარ გვყვავს. 24 ოქტომბერს მივიღეთ მისი ევთანაზიის („დაძინებას“ რომ ეძახიან ჰუმანურად) გადაწყვეტილება. 
მანამდე ასე იყო:
????1.5 თვიდან ჩვენთან იყო, გავზარდეთ სახლში - სიყვარულში, ფერებაში, სეირნობაში, სოციალიზაციაში. 5 თვიდან დავიწყეთ წვრთნა და საბაზისო კურსი გავატარეთ
???? ლეკვობიდან აქტიური და დომინანტი იყო, ასაკის შესაბამისად ავლენდა აგრესიას, მათ შორის ოჯახის წევრების მიმართაც, რომელიც თავიდან ძალიან გავდა თამაშს
???? დაახლოებით 10 თვიდან დამძიმდა და დაიწყო ქუჩაში უცხო ხალხზე გაწევა, ჩემი შვილისთვის „კბილის გაკვრა“, ნაცნობების და მეგობრების დაკბენა, ჩემი დაკბენა, მათ შორის ისე, რომ გასაკერი მქონდა ხელი. ამ მომენტისთვის ხელებზე და ფეხებზე 20-მდე სხვადასხვა ზომის შრამი მაქვს
???? ცხადია, ამის პროპორციულად ვიღებდით ზომებს - საბელით ტარება, ალიკაპი, დამატებით წვრთნა, სხვადასხვანაირი მეთოდები და მიდგომები, წამლები, კონსულტაციები სხვადასხვა კინოლოგებთან აქაც და საზღვარგარეთაც.. ამ ზაფხულს ეზოიან სახლში გადავიყვანეთ ჩვენი უსაფრთხოებისთვის და მისი თავისუფლებისთვის. 
???? ბოლო თვეებში ძალიან ცხადი იყო, რომ მენტალური დარღვევა ქონდა, ეს დაგვიდასტურეს ვეტერინარებმაც და ბიჰევიორისტებმაც. თვეები ვცდილობდით რამე გვეშველა, მაგრამ ბოლოს ოჯახის წევრის დაკბენის შემდეგ მუნიციპალურის გამოძახების და გათიშვის გარეშე ახლოს ვერ მივეკარეთ. 
ამ პერიოდის განმავლობაში ველეპარაკეთ კინოლოგებს, ბიჰევიორისტებს, ვუყურეთ მილიონ ვიდეოს, წავიკითხეთ სტატიები, ბრიდინგის სტანდარტები და რეგულაციები ქვეყნების მიხედვით, ძაღლების მიერ დაკბენილი ადამიანების სტატისტიკაც შემიძლია ჩამოგირაკრაკოთ, ჯიშების და ქვეყნების მიხედვით. 
ჰოდა:
???? ძაღლი არის ცხოველი (გენეტიკურად ყველაზე ახლოს დგას მგელთან), აქვს ცხოველური ინსტინქტები, მათთან ურთიერთობისას და თანაცხოვრებისას ამის ცოდნა და გათვალისწინება არის საბაზისო პრინციპი პატრონისთვისაც და გამვლელისთვის;
????„ჯიშიანი“ ძაღლების გამოყვანის არსი იმაშია, რომ მათ გარეგნობაში, ფიზიოლოგიაში და მენტალობაში ის თვისებები და უნარები იყოს, რა მიზნითაც აპირებენ მის გამოყენებას;
???? შესაბამისად, ჯიშის „სისუფთავისთვის“ კრიტიკულია გამრავლების სტანდარტის ზედმიწევნით დაცვა - ეს არის მთავარი წინაპირობა იმისა, რომ ძაღლი იყოს ჯანმრთელი, ლამაზი და ჰქონდეს ჯიშის შესაბამისი, ადამიანებთან თანაცხოვრებასთან თავსებადი ხასიათი;
???? ძაღლის საცხოვრებელი პირობები და აღზრდა „ამყარებს“ ამ გენეტიკურ ფაქტორებს, კარგი გენეტიკის ძაღლის „გაფუჭება“ ძალიან რთულია, ისევე როგორც პირიქით. 
ამის გამოა, რომ განვითარებულ ქვეყნებში:
???? აკრძალულია backyard breeding, ძაღლებს ამრავლებენ სპეციალურ საშენებში, რომელიც ლიცენზირებულია და კონტროლდება სახელმწიფოს მიერ
???? ძაღლის აყვანამდე უშველებელ გასაუბრებას და საცხოვრებელი პირობების შემოწმებას გადიან ადამიანები იმის დასამტკიცებლად, რომ აქვთ შესაბამისი ცოდნა და შესაძლებლობა, კონკრეტული ჯიშის ძაღლის მოვლისთვის
???? რიგ ქვეყნებში საშუალო და დიდი ზომის ძაღლების წვრთნა არის სავალდებულო, სამედიცინო მონიტორინგზე აღარაფერს ვამბობ
???? ცხოველების დაცვა და მონიტორინგი კარგად მუშაობს - არასათანადო პირობებში მცხოვრები ძაღლები თავშესაფარში მიდიან, პატრონებს მსუყე ჯარიმები ხვდებათ და ცხოველის ყოლა ეკრძალებათ 
???? ჯიშიანი ძაღლის ყოლა არის ძვირი სიამოვნება, სამაგიეროდ წახალისებულია მეტისების და თავშესაფრის ძაღლების აყვანა
ამ ყველაფრის ნიმუშად, გაიხსენეთ, მაგალითად ევროპაში მოგზაურობისას როდის მოგახტათ უცხო ძაღლი, როდის შეგაწუხათ ყეფამ, როდის დაკბინა ვინმე ძაღლმა, ზოგადად, როდის შეგხვდათ ქუჩის ძაღლი, და როდის ჩადგით ფეხი კუკებში ???? 
Meanwhile, საქართველოში ძაღლების გამრავლება არის სრულიად უკონტროლო და შესაბამისად, ყველანაირი სტანდარტის დარღვევით ჩატარებული და ცხოველის, ჯიშის და ადამიანის მიმართ პასუხისმგებლობისგან დაცლილი პროცესი. 
არის რაღაც „კლუბები“ ძაღლებს რო არეგისტრირებენ და საბუთებს რომ გასცემენ, რომელიც კაცმა არ იცის, ვის რაში ჭირდება, რას ასაბუთებს. 
რაღაცა კონკურსები, რომლებშიც რამდენსაც გადაიხდი იმდენ მედალს და ადგილს იყიდი, რომელიც მერე ძაღლის შეჯვარებაში და ლეკვების ძვირად გაყიდვაში დაგეხმარება.
არიან „ტრენერები“, რომლებიც გასწავლიან, როგორც დაიმორჩილო ძაღლი შიშით და ცემით. 
ამ ლეკვების მყიდველებზე, „აღმზრდელებზე“ და მერე უმეტესად ქუჩაში გამყრელებზე აღარაფერს ვამბობ. 
ვიცი, რომ იმ ქვეყანაში სადაც ბავშვები შიმშილით ან პარკში შადრევანში თამაშისას კვდებიან, ძალიან რთულია, რამე სხვა იყოს პრიორიტეტი, მაგრამ თუ გვინდა, რომ 2 წლის ბავშვებს ძაღლები [მაინც] არ ჭამდნენ, ცხოველების გამრავლება, მათი შენახვა და მოვლა უნდა გაკონტროლდეს სწორად და მკაცრად (არ არის საჭირო ველოსიპედის გამოგონება, არის ამის კარგი პრაქტიკები სხვა ქვეყნებში). 
მანამდე გთხოვთ, ნუ ენდობით ლეკვის გამყიდველის სიტყვას, ორღობის კლუბის გაცემულ საბუთს და მედალს,  მშობლების ლამაზ სურათებს, ძვირ ფასს, საბჭოურ ტრენერებს და ათას მამაძაღლობას, - ამ ქვეყანაში და მოცემულობაში არ არის არცერთი იმის გარანტია, რომ თავს და ძაღლს არ გააუბედურებთ. 
არავის ვუსურვებ იმას, რაც ჩვენ გავიარეთ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე და მის შემდეგ, რასაც ვუყურეთ არჩის მხიარული ფუმფულა ლეკვიდან მოურჯულებელ, საშიშ დრაკონად გარდასახვამდე, რაც განვიცადეთ როცა ჩვენზე საკბენად იწევდა, 120 კილო ძაღლის დოზა სედატივით გაბრუებული მაინც ფეხზე იდგა და ჩვენი ხმის გაგონებაზე მძიმედ, ბოლო ენერგიით მობრუნდა, როცა თავის საყვარელ გორაკზე დავასაფლავეთ, როცა მის ვიდეოებს და ფოტოებს ვუყურებთ, ან უბრალოდ ქუჩაში გამვლელ არჩისნაირ ძაღლებს ვეფერებით.. 
აიყვანეთ მეტისები"