მარიტამ უპასუხა, სხვანაირად არ შემიძლიაო - მარიტა მეფარიშვილის უკანასკნელი სიტყვები, რაც მეგობარს უთხრა

მამა შლვა კკელიძემ ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპული მარიტა მეფარიშვილის შესახებ იქადაგა და მისი თქმით ის რაც მარიტამ გააკეთა ზუსტად ადამიანობის ყველაზე დიდი გამოვლინებაა, როდესაც დიდებიც კი ვერ ბედავდნენ იმ წყალში შესვლას ერთმა პატარა გოგონამ გაბედა.
"დიდებიც კი ვერ შევიდნენ, ვერ გაბედეს წყალში შესვლა. ეს პატარა გოგონა შევიდა მეგობრის გადასარჩენად. როცა მეგობარმა უთხრა, არ შეხვიდეო, მარიტამ უპასუხა, სხვანაირად არ შემიძლიაო. ქრისტიანობისთვის ყველაფერი გააკეთა ამ პატარა გოგონამ... ქრისტეს არ ეკუთვნოდა ჯვარცმა, სიკვდილი, მაგრამ ჩვენ გამო გაეკრა ჯვარზე. მარიტა წყალში არ უნდა ყოფილიყო, იქ შევიდა იმისთვის, რომ ლაზარე გადაერჩინა. დღეს ლაზარე ღვთისმსახურია. ამ მაგალითზე უნდა იზრდებოდნენ ადამიანები... მე მინდა მის საოცარ მშობლებს, ანას და დავითს მადლობა გადავუხადო, რომ ასეთი შვილი გაუზარდეს ქვეყანა. ეს მშობლები არიან სამაგალითო ყველაფრით, ზრდილობით, პროფესიონალიზმით, წესიერებით, საოცარი სანათესავო ჰყავს მარიტას… ქართველობა არის მარიტა, ქართველობა არის მარიტას ოჯახი..."