იმას რაც ჯაბამ გააკეთა ვერასოდეს ვაპატიებდი... ახლაც მუდმივად ვმკურნალობ და ვიღებ გარკვეულ პრეპარატებს...

ჯაბა კილაძის ყოფილი მეუღლე თამთა ჭელიძემ ჟურნალ სარკესთან საკუთარ ჯანმრთელობაზე ისაუბრა და თქვა რომ პერიოდულად ეწყება დეპრესია, მისი თქმით საბოლოდ დეპრესიისგან განკურნება თითქმის შეუძლებელია. ის დეპრესიას სხვადასხვა პრეპარატების მიღებით ებრძვის.
"საბოლოოდ ამისგან განკურნება თითქმის შეუძლებელია. მუდმივად ვმკურნალობ და ვიღებ გარკვეულ პრეპარატებსაც. დეპრესიას და მის თანმხლებ პრობლემებს არ უნდა შეუშინდე, ყოველდღიურად უნდა იბრძოილო, რომ იყო კარგად. დადგება დრო, როდესაც ამ თემაზე საფუძვლიანად ვისაუბრებ და ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ ადამიანებს. ამ ეტაპზე ჯერ ამისთვის არ ვარ მზად"