რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერთი ქალი მოკლეს, ორი შვილის დედა...
- 24/11/22
- 77167 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
სოციალურ ქსელში გიორგი გახარია თერჯოლაში ქმრის მიერ მოკლული ქალის მკვლელობას ეხმაურება და წერს, რომ ეს არანაირ ქართულ ტრადიციებსა ღირებულებებში არ ჯდება. მას ასევე სურათში ფემიციდის საწინააღმდეგო მაისური აცვია და აღნიშნავს რომ დღევანდელი დღე ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო დღეა.
"რამდენიმე წუთის წინ თერჯოლაში კიდევ ერთი ქალი მოკლეს... ქალთა მიმართ ძალადობა ყველანაირ ღირებულებას, ნორმას, ტრადიციას და ყველაფერს ქართულს ეწინააღმდეგება! 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. #იმოქმედეფემიციდისწინააღმდეგ!" - წერს გახარია.
"ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და დაქორწინდნენ... შემდეგ წლების განმავლობაში ქმარი გამუდმებით ძალადობდა ცოლზე... მერე კი დაშორდნენ, ქმარი შერიგებას სთხოვდა რასაც ცოლი არ სთანხმდებოდა... შემდეგ კი ქმარმა ასე იძია შური... ორი ბავშვი დაობლდა..." - ამბობს მოკლული ქალის მეზობელი...