დიაგნოზი უმძიმესია

პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში მიმდინარე საშინელ მოვლენებზე წერს და ხალხს მოუწოდებს რაიმე უშველოს საქართველოს, კერზოდ კი გუშინდელ ამბავს ეხმიანება, როდესაც ქმარმა ყოფილი ცოლი მოკლა, გუშინწინდელ ამბავს, როდესაც 12 წლის გოგონა დედა გახდა და სხვა.
"თერჯოლაში ყოფილმა ქმარმა ორი შვილის დედას ბენზინი გადაასხა და დაწვა
12 წლის მოზარდი დედა გახდა
ქვეყანაში კოვიდ აფეთქებაა და ყველა საუბრობს "უსახელო ვირუსზე"
ვერ ხედავთ, რომ ამ ქვეყანას სერიოზული პრობლემა სჭირს?
დიაგნოზი უმძიმესია
თერაპიული მსუბუქი მკურნალობა ამ ქვეყანას ვეღარ უშველის.
საქართველოს ესაჭიროება სასწრაფო და გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია თავისი ძლიერი ქიმიოთერაპიებით  თუ ოპერაცია დროზე არ ჩატარდა, პაციენტი ვერ გადარჩება
მე დიაგნოზი დავუსვი და ოპერაციის გამკეთებელი თქვენ მოძებნეთ. პარიზიდან თუ ჟენევიდან ეს რთული იქნება."