ახლა გამომიგზავნეს ეს ფოტოები... გთხოვთ, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ძალიან საინტერესო ფოტოსურათებს აქვეყნებს, რომელიც გერმანიიდან გამუგზავნეს, სურათებზე აღბეჭდილია გოგონა შავ ლაბლადორთან ერთად, რომელიც სავარაუდოდ უსინათლოა და ტრამით მგზავრობს, ძაღლიც და გოგონაც სრულიად შემოსილები არიან ამრეკლი მოწყობილობებითა და დამჭერებით.
"ახლა გამომიგზავნეს ეს ფოტოები გერმანიიდან.
აი ეს გოგონა არის უსინათლო ან მცირე მხედველი,  მას აცვია შუქამრეკლი ქურთუკი რათა ყველასთვის შესამჩნევი იყოს, განსაკუთრებით მაშინ თუ შემთხვევით სავალ ნაწილზე აღმოჩნდება.
აქ უმთავრესია  მისი თანმხლები ლაბრადორი რომელიც მას გადაადგილებასა და სწორ მარშრუტში ეხმარება, ძაღლი აღჭურვილია ციმციმა სანათით და მყარი ხელის მოსაკიდით საგულისხმოა რომ მას არ აქვს ალიკაპი.
ძალიან მინდა ასეთი რამეები დავნერგოთ ჩვენს ქვეყანაში. შ.შ.მ პირებს საჭიროების მიხედვით ჰქონდეთ ყველა სიკეთის მიღება.
გთხოვთ ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას და ნუ შეიძულებთ ლაბრადორებს (არა მხოლოდ მათ კიდევ ბევრი სხვა ჯიშია უწყინარი და უსაფრთხო) მხოლოდ იმიტომ რომ ისინი დიდები არიან. ეს ჯიში მხოლოდ სიკეთისთვის და სარგებლისთვის არის შექმნილი. 
მეთოთხმეტე წელია შავი ლაბრადორი მყავს სახლში, არაერთხელ გავმხდარვარ აგრესიის სამიზნე მხოლოდ იმიტომ რომ დიდი ტანის ძაღლი დამყავს ალიკაპის გარეშე. 
ყველა ძაღლი პიტბული არ არის!"
 


მომღერალმა ასევე კომენტარებში დასძინა: "პიტბულის პატრონებო. ნუ გადამეკიდებით ახლა!
პირად შეურაცხყოფად რატო იღებთ ან რა არის გაუგებარი?
ძაღლი თუ გიყვართ უნდა იცოდეთ რა ახვაობაა პიტბულსა და ლაბრადორს შორის, როგორც არ უნდა გავზარდოთ ვერც მე გავხდი პიტბულს ლაბრადორისგან და ვერც თქვენ პირიქით.
6 წლის უწყინარმა პიტბულმა დაფლითა უცხო ადამიანი წლების წინ, ახლა ბავშვი დაასახიჩრა. მანამდე პლეხანოვზე ჩემი მეგობრის ეზოში იარაღით გაანეიტრალეს.
თუ ძაღლი გიყვართ გაუკეთეთ ეგ ალიკაპი.
სწორედ ამ სიჯიუტემ დააყენა დღის წესრიგში ამ ჯიშის საერთოდ აკრძალვა.
გამონაკლისები არის რომ უწყინარია და მთელი სიცოცხლია მანძილზე არავის არ ერჩიან მაგრამ პროცენტულად დიდი შანსია რომ სადმე რამე დაემართოს.
აგრესიის შემთხვევაში დაგიძინებენ ძაღლს.
მე რას მეჩხუბებით ან მე რას მემართლებით, ჩემი ბრალი რაშია? სიმართლეს რომ ვამბობ?"