მივიღე გადაწყვეტილება... საცხოვრებლად წავედი ესპანეთში...

რამდენიმე დღის წინ სკანდალში გახვეულმა ჟურნალისტმა, მარიკა ბაკურაძემ ჟურნალ სარკესთან ისაუბრა თავისი პირადი ცხოვრების შესახებ. მისი თქმით აუცილებელია ხანდახან საკუთარ თავსაც გაუკეთო საჩუქარი, რადგან ეს ადამიანს აბედნიერებს. როგორც ის ამბობს ამ ზაფხულს მან საკუთარ თავს გაუკეთა საჩუქარი და ესპანეთში 1 თვით გადავიდა საცხოვრებლად.
"ძალიან დიდი ენერგია უნდა ჩადო პარტნიორსა თუ მეგობარში, მაგრამ ისინი ბოლოს იმედს გიცრუებენ. როცა მოლოდინი არ გაამართლებს, ვხვდები, რომ დროა, მთელი შინაგანი რესურსი საკუთარ თავს მოახმარო. ამ ზაფხულს მივიღე გადაწყვეტილება და ჩემს თავს საჩუქარი გავუკეთე, ერთი თვით საცხოვრებლად წავედი ესპანეთში. ეს პერიოდი ვსწავლობდი და ვაკეთებდი იმას, რაც მესიამოვნებდა. ვათვალიერებდი ღირსშესანიშნაობებს, ვესწრებოდი კონცერტებს, ვსერინობდი, ვისვენებდი. ესპანური კარგად ვიცი და იქ ყოფნა გამიადვილდა. სიმართლე გითხრათ, ასეთი ფუფუნება არასდროს მქონია, მოვიხსენი ყველანაირი პასუხისმგებლობა და მარტომ დავისვენე..."