იყო ხელმძღვანელობი მხრიდან აგდებული დამოკიდებულება და ბულინგი

მომღერალმა თათა გიორგობიანმა ჟურნალ "სარკესთან" ისაუბრა თავისი ცხოვრების შესახებ თუ რამდენი იმედგაცრუება და დაუფასებლობა შეხვედრია ცხოვრებაში. ახლა კი ფიქრობს რომ ამ ყველაფრის გადატანის შემდეგ სადაც არ უნდა წავიდეს იქაც გაუძლებს ყველაფერს...
"ეს ყველაფერი იყო. ხელმძღვანელობის მხრიდან ზერელე, აგდებული დამოკიდებულება, ბულინგიც. სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციაც მიგრძნია. ეს ყველაფერი ან გაგტეხს ძალიან, საცოდავი გოგო გახდები, ან პირიქით, შენი თავის ფასს გაიგებ და მიხვდები, რომ ტოქსიკურ გარემოს ყოველთვის უნდა გაეცალო. რა თქმა უნდა, ბევრი კარგი ადამიანიც შემხვდა, რომლებსაც სჯეროდათ ჩემი..."