ისეთ საზიზღრობებს მიქვეყნებენ, მანგრევენ და მანადგურებენ - რას წერს ბაგირა გურამ შეროზიაზე?!

პრაიმჰაუსის მონაწილე ბაგირა გურამ შროზიას მხარდასაჭერად პოსტს წერს და ამბობს, რომ მიუხედავად იმ მიზანმიმართული გაშვების კამპანიისა, რომელიც ბოლო დღეებია მის წინააღმდეგ აგორდა ის მაინც მედგრად დგას და გურამის გვერდითაა. მისი თქმით ისინი ალყაში არიან, მაგრამ მაინც გურამის გვერდით დგას და სულ ასე იქნება.
"ჩემო გურამ, ერთი წამით არ იფიქრო, რომ ოდესმე მარტო დაგტოვებ! ერთი წამით არ გაბედო ამის გაფიქრება! 
თითოეულმა მათგანმა რომ შეძლონ და მთელი სამყარო შენს წინააღმდეგ ნეგატიურად განაწყონ და აი ასე უსამართლოდ გვექცეოდნენ, ასე საზიზღრობებს მიქვეყნებდნენ, მანგრევდნენ და მანადგურებდნენ და ძალთა ბალანსის გარეშე რომ გვებრძოდნენ, სადაც ჩათვალე ყოველი დღე ჩვენთვის ალყის გარღვევის ტოლფასია... ამაზე ასჯერ მეტი ტკივილი რომ მომაყენონ, რაც ბოლო 4-5 დღის მანძილზე გააკეთეს და გააკეთეს დაგეგმილად, გამიზნულად...სტრატეგიულად! მინდა იცოდე, რომ მაინც შენს გვერდით დგომას ვირჩევ და ყველაფერს გავუძლებ, ყველაფერს! 
მე არაფრის მეშინია - რადგან ეს ჩვენი ბრძოლაა და ის მოსაგებია!"