
გაფრთხილებთ, თუ ოდესმე ჰოსპიტალიზაცია დაგჭირდათ ნიუ ჰოსპიტალს არ გაეკაროთ... ძლივს მივიყვანე სახლამდე
- 09/12/22
- 81872 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ნინო კინწურაშვილი მოსახლეობას თავის გამოცდილებას უზიარებს და მოსახლეობას აფრთხილებს იმის შესახებ თუ რა შეემთხვა ბოლო 3 თვის განმავლობაში მას და მის ოჯახს ნიუ ჰოსპიტალთან მიმართებაში, თუ რამდენად აწვალეს და როგორი დიაგნოზით გამოუშვეს მისი ოჯახისწევრი იქიდან...
"გაეცანით ამ პოსტს და გაფრთხილდით თუ ოდესმე ( ღმერთმა დაგიფაროთ ) დაგჭირდათ ჰოსპიტალიზაცია…უბრალოდ არ შემიძლია არ ვთქვა ხმამაღლა რა გაიარა ჩემმა ოჯახმა სამი თვის განმავლობაში და ყველაფერი ჯერ კიდევ არ დასრულებულა..
ნიუ ჰოსპიტალს არ გაეკაროთ! თუ რატომ შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ ..
თეას 3 თვიანი ტანჯვის ამბავი ასეთია:
14 სექტემბერს გამთენიისას დედა სახლში დავარდა .. გონება არ დაუკარგავს, მაგრამ ცნობიერება დაბინდული დაკრუნჩხული დამხვდა, რომ მივქანდი (რათქმაუნდა სასწრაფოს მივასწარი) წესის მიხედვით სასწრაფომ გადაიყვანა უახლოეს კლინიკაში - “ნიუ ჰოსპიტალში”.. და აი აქ იწყება მისი, ჩვენი ყველაზე დიდი განსაცდელი.. ემერჯენსიში ყველანაირი კვლევა გაუკეთეს…ყველაფრის კატე გადაუღეს და სადღაც 3-4 სთ ში დასვეს დიაგნოზი… ქოლანგიტი- სანაღვლე გზების ანთება+ სადინრები გაჭედილი, ნაღვლის ბუშტში ქვები, სადინრებში კენჭები, მწვავე პანკრეატიტი და ყველაზე საშინელება-ფატერის დვრილში სიმსივნური წარმონაქმნი, ღვიძლზე მრავალი დაჩრდილვა.. (მრტ არ მუშაობს და მოგვიანებით გავუკეთებთო) აიყვანეს 5 სართულზე ქირურგიულში, 2 დღის მერე დაადრენირეს სანაღვლე გზები და დარჩა ინტენსიურ განყოფილებაში…ამასობაში ვიხვეწებოდი ასეთ დიაგნოზს კატეზე როგორ ადგენთ მრტ გაუკეთეთთქო ,”( გააკეთეს აპარატი) მე არ ვთვლი საჭიროდ მრტ კვლევას ამ ეტაპზე, გაწერის მერე მოიყვანეთ და გადავუღებთ,მერე ონკოლოგთან გადაინაცვლეთ,ისე მეეჭვება რომ ამ ასაკში (71 წლის ) ვინმემ გაჭრას ალბათ ქიმიას ან სხივებს
დანიშნავენ” - ქირურგი ლაშა ღონღაძე… ( ანუ საშველი არააო ასე ჟღერდა ) ამასობაში ატკივდა წელი, დაახლოებით შეყვანიდან 1 კვირაში … 10 დღის მანძილზე,თუ მეტი არა,იტკიებდა წელს,ვეღარც ტრიალდებოდა საწოლში უკვე, პასუხი გაგვცეს რომ ნევრალგიურია და ნევროლოგმა გასინჯა, წოლისგან ტკივა… 10 დღის მერე დაჭირდათ პრომიდოლით, ხან მორფით გაუსაძლისი ტკივილების გაყუჩება.. დაეწყო ინტენსიური ღებინებები, საკვებს ვერ იღებდა .. თერაპევტი ანა ერაძე დამწუხრებული სახით მიხსნიდა, რომ ასე იცის სიმსივნურმა მოწამვლამ ( ტერმინი, რომელიც თურმე მედიცინაში არ არსებობს ) მოკლედ გაუსაძლისი 14 დღიანი ტკივილის შემდეგ გადაუღეს წელზე მრტ ( ვთხოვე ბარემ მუცლის ღრუც გადაუღეთ , უარი მივიღე, მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე გადახარჯვაში მყოფი პენსიონერი პაციენტის ოჯახი მრტ კვლევის თანხას ცალკე ვიხდიდით, კატეგორიულად არ გადაუღეს ) საათებში მძიმდებოდა და ბოლოს დიდი სანაცნობო წრის წყალობით მივაღწიე იმას, რომ კლინიკურ დირექტორს შევხვდი ,მომისმინა და პასუხი იყო: “დისკომუნიკაცია მოხდა ჩემი ექიმების მხრიდან .. პაციენტს აქვს დისციტი - ხერხემლის დისკის მწვავე ანთება, რომელიც დაგვიანებული მკურნალობის შედეგად შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს”…ის ხომ გახსოვთ წოლისგან ტკივა წელიო იმდენი დღე რომ მარწმუნებდნენ?! “ნუ შეიძლება 2 დღე დაგვაგვიანდა მრტ “- მეუბნება კლინიკის დირექტორი - 10 და 2 დღეს შორის 8 დღიანი სხვაობაა… ოღონდ სიმსივნე აღარაა აქტუალური უკვე აქ, ინფექცია კლავს და დიაგნოზს ვიგებ არა მკურნალი ექიმისგან, არამედ დირექტორისგან მის კაბინეტში… მისგან გამოსულს დერეფანში მხვდება ვინმე ქალი, რომელიც 26- ე დღეს პირველად ვნახე და მეცნობა როგორც დედაჩემის თერაპევტი, რომ ვკითხე პირველად რატომ გხედავთ დღესთქო, სულ გკითხულობდით და აი გცდებოდით გზაში წამებშიო ( კლინიკაში კონკრეტული ნახვის საათები მოქმედებს ) ეს მატყუარა ქალბატონი განყოფილების უფროსი ნინო ქანთარიაა,რომელმაც ზუსტად ასე მითხრა, თქვენ მას ფეხზე დამდგარს აქედან ვერ გაიყვანთო … ნუ დაგვიანებულ ხერხემლის მრტ რა სულელილური მიზეზით
"აპრავებდა" ამით აღარ დაგღლით….. ასევე დირექტორისგან გავიგე, რომ შეგვიძლია მოიწვიოთ გიორგი კანდელაკი ცალკე მომსახურებით… (ანაზღაურებით) რათქმაუნდა მოვიწვიე.. ხანგრძლივი მკურნალობის, საშინლად ტოქსიკური ანტიბიოტიკების, ხერხემალზე ოპერაციის შედეგად ცოტა გონს მოვიდა… ( ნუ ბევრ დეტალებს აღარ მოვყვები, მხოლოდ ერთს, კანდელაკის დანიშნული სისხლის ანალიზი 3 დღის დაგვიანებით იმ მიზეზით აუღეს, რომ მცხეთობა იყო პარასკევ დღეს, მიყვა შაბათ-კვირა და ორშაბათს ფაქტობრივად უგონო მდგომარეობაში იყო უკვე) ერთი რაშიც გაგვიმართლა ხერხემალზე ოპერაციის შემდეგ გადაიყვანეს კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, ვახტანგ კალოიანთან, სადაც წარმოუდგენელად მობილიზებული გუნდი ჩაერთო მის მკურნალობაში და მოაბრუნეს… განსაკუთრებული მადლობა ნამდვილ პროფესიონალ ექიმს ვანო ბალიაშვილს.. ( 24/7 - ზე მის საწოლთან ყველაფერს უკეთებდა,რაც ჭირდებოდა და დღემდე მირეკავს და კითხულობს მის მდგომარეობას) გვანცა ექიმს და ყველა ექთანს ... მხოლოდ ეს განყოფილებაა დაკომპლექტებული ექიმებით..
მოკლედ მოულოდნელად 9 ნოემბერს გამოწერეს დრენაჟით რათქმაუნდა .. ფეხზე ვერ დგებოდა, 2 ჯერ “ ხადულკით “ ცოტა გაიარა კლინიკაში , სულ ეს იყო.. ძლივს მივიყვანეთ სახლამდე ( მთელი გზა გულის რევები ქონდა ) დანიშნულებაში ანტიბიოტიკების უგრძელესი სია ( აფთიაქში თანხას, რომ ვიხდიდი გაოგნებული ხალხი მასწავლიდა გამგეობა, როგორ უნდა ჩამერთო ამ კოლოსალური ღირებულების პრეპარატების შეძენაში ) დღეში 3 - ჯერ გადასხმები სახლში , ანუ ექიმი და ექთანი გვყავდა დანიშნულებისთვის.. ეკას და ნატოს უღრმესი მადლობა... სახლში რომ მივხვდით აღარც ჭამს, იმატა ღებინებამ და საწოლში ჯდომაც უჭირს დავიწყე ფიქრი კლინიკაში გადაყვანაზე…
ამასობაში ჩემმა ბიძაშვილმა “მედულაში” წაიღო “ნიუ ჰოსპიტალში” გადაღებული მუცლის კატე და თავის რადიოლოგს წააკითხა და აქ გთხოვთ კარგად დააკვირდეთ … ფატერის დვრილზე სიმსივნური წანაზარდი, რომელსაც ხელს არავინ მოკიდებდა,ზემოთაღნიშნული ქირურგის თქმით,აღმოჩნდა 5 მმ - იანი ქვა, დვრილში გაჭედილი, რომელმაც სანაღვლე გზები ჩაკეტა და ბლოკი შექმნა… მოკლედ სასწრაფოდ გადავიყვანეთ კავკასიის მედიცინის ცენტრში , ( აქაც ჩემი
მეგობრის დახმარებით, ეკას დიდი მადლობა) ლექსო ლაგვილავასთან, სადაც შეყვანიდან 1 სთ ში გადაუღეს მრტ და ოთხმა სხვადასხვა რადიოლოგმა დაადასტურა, რომ ქვა იყო … მეორე დღეს ოლეგ ქოივამ ენდოსკოპიით ამოიღო ქვა … აი ასე მარტივად , 14 სექტემბერს ე.წ. “კლინიკაში “ დასმული სასიკვდილო დიაგნოზი 30 ნოემბერს, აღმოჩენიდან მეორე დღეს, ამოუღეს ქირურგიული ჩარევის გარეშე … მოაძლიერა და საოცრად იზრუნა მასზე მისმა მკურნალმა
ექიმმა დავით ჯანგოევმა ... დიდი მადლობა მათ ...
დღეს უკვე თეა მორიგი, ნამდვილად საუკეთესო კლინიკიდან გამოწერეს, ძალიან დასუსტებული, მწოლიარე (ფეხზე ვერ დგება ,ამდენი პრეპარატის უკუჩვენებებით) , საშინელი დეპრესიით, მწვავე ფსიქო აშლილობით ( პანიკ ატაკებით ) და ეს ყველაფერი “ ნიუ ჰოსპიტალის “ გამო…
რეაბილიტაციის დიდი და რთული გზა გველოდება წინ, რომ წამოდგეს, სიარული დაიწყოს და მინიმუმ 15 წლით დაბერებული, დაღლილი და დაუძლურებული დედა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას…
დიდი მადლობა დონჩოს, რომ თეა გადაარჩინა ...( კატე გააშიფრინა ნამდვილ რადიოლოგს )
პ.ს. შეგნებულად დავასახელე ყველა ექიმის ვინაობა, განსაკუთრებით “ ნიუ ჰოსპიტალოს” მე- 5 სართული, საიდანაც თავქუდმოგლეჯილი უნდა გაიქცეს ყველა თუ ფეხი დაუცდა და შიგნით შევიდა…
ხო მთავარი, კატეს ან მრტს თუ მაინც იქ გადაიღებთ , როგორმე სხვაგანაც გადაამოწმეთ,რომ დარწმუნდეთ, რადიოლოგმა კითხვა იცის კვლევის და ქვა სიმსივნეში არ ერევა!
არ ვასახელებ ექთნების და ჩემი ეკას გვარებს, რაღაც ფორმით გადაკვეთილან საშინელ კლინიკასთან და არ მინდა უხერხულობა იგრძნონ…
გაუბედურებული სამედიცინო სისტემა, რომელოც ბიზნესად იქცა და ადამიანის გადარჩენასთან არაფერი აქცს საერთო … არც მაკონტროლებელია ვინმე, რომ არაპროფესიონალიზმი გამოავლინოს და ზომები მიიღოს.. სამარცხვინოა 2023 წელია კარზე…
ბოდიში გრძელი ტექსტისთვის 14 სექტემბრიდან დღემდე მოკლე შინაარსი ასე გამოვიდა… მულტიფუნქციური კლინიკის მიმართ ჩემი საყვედური ამ არასასიამოვნო პოსტით რაღათქმაუნნდა არ დამთავრდება!
ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას...
New Hospitals / ნიუ ჰოსპიტალსი - გაეცანით…"