დაიწყეს კახა კინწურაშვილის გაშავება და იცით რის გამო?! სპექტაკლიდან ამოჭრილი კადრები გაუვრცელეს - ვინ არის გოგონა, რომელმაც კახა კინწურაშვილს და თორნიკე გოგრიჭიანს ვიდეოები გაუვრცელა?!

გუშინ კახა კინწურაშვილს და თორნიკე გოგრიჭიანს ბერიძე ნათია ბერიძემ ერთ-ერთი სპექტაკლიდან ამოჭრილი კადრები გაუვრცელა, სადაც მსახიობები როლში ერთმანეთს კოცნიან, აღნიშნულმა ვიდეომ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საზოგადოების უმეტესობა რა თქმა უნდა კახა კინწურაშვილს და თორნიკე გოგრიჭიანს არ აკრიტიკებდნენ, რადგან ისინი თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, მითუმეტეს რომ სპექტაკლს თამაშობდნენ.
ასევე თითქმის ყველა მსახიობი და ცნობილი ადამიანი თორნიკე გოგრიჭიანსა და კახა კინწურაშვილს დაუდგა გვერდით. როგორც აღმოჩნდა გოგონა, რომელმაც ეს ვიდეოები გაავრცელა პოსტ ტვ-ს ჟურნალისტია, ზუსტად მასზე ადამიანების უმეტესობა წერს იმას, რომ ხელისუფლების მომხრე ტელევიზიებმა დაიწყეს კახა კინწურაშვილის გაშავება, რადგან კახა კინწურაშვილი რამდენიმე თვის წინ პირდაპირ ეთერში ხელისუფლებას დაუპირისპირდა და პირდაპირ ეთერში ისინი დაადანაშულა იმის გამო რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს.