დღეს 12.12.2022, სურვილების ჩაფიქრებისა და ასრულების დღეა - როგორ უნდა ჩავიფიქროთ სურვილები სწორად რომ აუცილებლად აგვიხდეს?!

დღეს სარკისებური დღეა და ასტროლოგები ამ დღესთან დაკავშირებით წინასწარ გვაფრთხილებდნენ, რომ დღეს აუცილებლად უნდა ჩავიფიქროთ სურვილი, რომელიც მომავალში გვინდა რომ აგვისრულდეს, როგორც ქართველი ისე უცხოელი ასტროლოგები ერთ ხმად აღიარებენ დღევანდელი დღის სიძლიერეს.

მაგალითად მიხეილ ცაგარელი ამბობს: "ჩემო მეგობრებო დღეს 12.12.2022 სურვილების ჩაფიქრება და თქმა აწმყო დროში უნდა მოხდეს.
მაგალითად: მე ბედნიერი ვარ. მე წარმატებული ვარ... მე ჯანმრთელი ვარ.
წარმოიდგინეთ ის რაც გინდათ რომ გქონდეთ, თითქოს  უკვე გაქვთ და ფლობთ და გაუშვით სამყაროში.
 12 საათსა და 12 წუთზე ანუ პირველის 12 წუთზე გაგზავნეთ სურვილი სამყაროში.
ასევე საღამოს.... სიკეთე გქონოდეთ..."

"12 დეკემბერი განსაკუთრებული დღეა. ე.წ "სარკის თარიღი" 12/12/2022 ხუთ ორიანს აერთიანებს და ეს მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს შანსს, ჩავიფიქროთ სურვილი, რომელიც აუცილებლად ახდება. ზუსტად როგორ უნდა გაკეთდეს ეს და რა ძალა აქვს სარკის თარღს ნუმეროლოგიაში, სტატიაში გაიგებთ.

საფეხურები:

ნუმეროლოგიაში 2 ერთ-ერთ უძლიერეს რიცხვად ითვლება. იგი თავისთავად ჰარმონიულია, დადებით ენერგიას ატარებს და უკეთესობისკენ ცვლილებას აღნიშნავს.

2022 წლის 12 დეკემბერს შეგიძლიათ უსაფრთხოდ განახორციელოთ ფულადი ინვესტიციები. ხელშეკრულების გაფორმება, დიდი ხნის ნანატრი ქორწილი ან ახალ ბინაში გადასვლა - ეს ყველაფერი ამ თარიღის გავლენის ქვეშ შეიძლება მოხდეს.

ნუმეროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს თარიღი მხოლოდ დადებით ენერგიას არ ატარებს. მასში გარკვეული ორმაგი სახე იმალება, ამიტომ უმჯობესია, ამ დღეს იყოთ გულწრფელები, მოერიდოთ ტყუილსა და ეშმაკობას.

გარდა ამისა, ჯადოსნური რიცხვი იძლევა მშვიდობას და ჰარმონიას ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი. მისი წყალობით თქვენ შეძლებთ ბალანსის პოვნას ნებისმიერ საქმეში, რომელსაც წამოიწყებთ. ეს შესანიშნავი დღეა ურთიერთობის დასალაგებლადაც.ნუმეროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს თარიღი მხოლოდ დადებით ენერგიას არ ატარებს. მასში გარკვეული საფრთხეც იმალება, რომელიც ძალიან მარტივად შეიძლება გამოიხატოს ადამიანის ქცევაში. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღეს იყოთ გულწრფელი, არ მოიტყუოთ.

თუ ამ თარიღის დღისა და თვის ყველა რიცხვს შეკრებთ, მიიღებთ 6-ს. ნუმეროლოგიაში ექვსი ასევე სიმბოლოა ჰარმონიისა და კეთილდღეობის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დღის ძალა მხოლოდ გაორმაგდება, თუ სწორად სურივლებს სწორად ჩაიფიქრებთ.

გარდა ამისა, ექვსი ითვლება სიყვარულის სიმბოლოდ. ამიტომ, ამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ნათელი გრძნობების ჩვენება საყვარელ ადამიანებთან, ცხოველებთან და უბრალოდ ბუნებასთან მიმართებაში. ამ დღეს გაკეთებული სიკეთე ასმაგად დაბრუნდება!" - ნათქვამია უცხოელი ნუმეროლოგების სტატიებში