ერთიანად გაგვანადგურე ყველა... საჯაროდ ბოდიში მაქვს სათქმელი...

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილს კოლეგა გარდაეცვალა, ამის შესახებ ქალბატონი მარიამი თვითონ აკეთებს კომენტარს და გამოსამშვიდობებელ პოსტს უძღვნის გიორგი ტურაზაშვილს:
"ცხოვრება მხოლოდ მოგონებებიაო, მართალია.  და სითბო, სიკეთე, სიყვარული, რაც შეიძლება დატოვო ამ ქვეყნად. აი ეს დარჩა, ჩვენი გუნდის თავგადასავლები, მოგზაურობა, გასვლითი სხდომები და ბევრი კარგი საქმე. თურმე ადამიანს მეტად და მეტად აფასებ, როცა დაკარგავ, ეს უტყუარია. საჯაროდ ბოდიში მაქვს სათქმელი რამდენჯერმე თხოვნის მიუხედავად, რომ პარლამენტში ვერ გავყევი,მიზეზი მქონდა... გიორგი…. ახალ შენობაში გადასვლას და ხვალ, 24 დეკემბერს წლის შეჯამებას, საერთო კრებას ვეღარ დაესწრები... მე ვერ წავალ, დრო ყველაფრის მკურნალია და ალბათ შემდეგზე ყველა წავალთ...მაგრამ, ერთიანად გაგვანადგურე. ყველას მეტად შეგვაყვარე ერთმანეთი მგონია და დაგვაფიქრე ბევრ რამეზე, მადლობა მეგობარო და მშვიდობით.."