შევრიგდით და მშვიდად და უსაფრთხო აურით ვაგრძელებთ ცხოვრებას პრაიმჰაუსის მიღმა

გურამ შეროზია პრაიმ ჰაუსის ფინალში გადაღებულ ფოტოსურათებს აქვეყნებს და ამბობს, რომ ყველასთან შერიგდა ვისთანაც რაიმე სახის პატარა კონფლიქტი მაინც ჰქონდა პრაიმ ჰაუსში და ახლა მათთან კარგი ურთიერთობა აქვს, მათ შორისაა ბაგირაც.
"მშვენიერი ფოტოები გამოსულა... მიხარია, რომ თუ ვინმესთან რამე მოკონფლიქტო იყო - შევრიგდით და მშვიდად და სუფთა აურით ვაგრძელებთ ცხოვრებას პრაიმ ჰაუსს მიღმა...
ვივიწყებ ყველაფერ ცუდს და მხოლოდ ლამაზ მოგონებებს ვიტოვებ, წარმატებები..."