ახია შენზე მიშა... სხვებმა მაინც ისწავლეთ ჭკუა...
- 05/01/23
- 55449 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ჟურნალისტი ვახო სანაია საპატრიარქოს მიერ მიხეილ სააკაშვილთან გაგზავნილ წერილს ეხმაურება, რომელშიც როგორც ის ამბობს წერია, რომ მეტს ნუღარ მოგვწერო...
"ახია მიშაზე. ფული, მიწები, მანქანები, პრივილეგიები - ყველაფერი აჩუქა საპატრიარქოს და ახლა მოსწერეს, შეეგუე მანდ ყოფნას და მეტს ნუღარ მოგვწერო.
სხვებმა მაინც ისწავლეთ ჭკუა, სანამ მუხლებს გადაიტყავებთ საპატრიარქოს ზღურბლთან.
ვერაფერმა გასწავლათ ჭკუა - სულ ბოლოს ვერც 5 ივლისმა, როცა პირდაპირ სისხლისღვრა მოაწყვეს თბილისის ცენტრში.
გაგიკვირდებათ და ერთადერთი, ვინც მათ წინააღმდეგობა გაუწია და დაასუსტა, ივანიშვილია. ოღონდ მას თავისი მოტივაცია აქვს და ყველაზე უღირს მეთოდებს იყენებს - პირად ცხოვრებას, საძინებლებს, ფარულ გადაღებას და ა.შ. საქმე ისაა, რომ ორი მეფე ერთ ქვეყანაში ზედმეტია.
თუმცა არც ივანიშვილს მისცემენ მოსკოვიდან უფლებას, ბოლომდე დაასუსტოს, რადგან ივანიშვილს უფრო შეელევიან რუსეთში, ვიდრე საპატრიარქოს. ამიტომ უწევთ ერთმანეთთან პარტნიორობა."