ბოლოს რომ ვისაუბრეთ რაღაცების გამო ბოდიშს მიხდიდა... ვიცი რომ განსაკუთრებულად მოვწონდი...

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი ლიზა ყენია ბელგიაში სსტიკად მოკლული ლიზა ქისტაურის შესახებ ვრცელ პოსტს წერს და ამბობს, რომ ბოლომდე ეგონა, რომ ეს ლიზა ქისტაურის მორიგი გამოგონილი ამბავი იყო, თუმცა რამდენიმე საათის წინ ბელგიის პოლიციამ ოფიციალურად დაადასტურა ტრანსგენდერის სიკვდილი.
"სამი დღეა ვცდილობთ გავიგოთ რა ხდება , ვერაფერს ვარკვევდით , სანამ ხალხი გაიგებდა ჯერ კიდე მაშინ ვარკვევდით , არანაირი კომენტარი არ გამიკეთებია რადგან ბოლომდე ვთვლიდი რო მისი გამოგონილი მომდევნო ხუმრობა იყო. 
უბედურება მოხდა, უსამართლობა მოხდა . 
ბოლოს ზაფხულში ვისაუბრეთ   , რაღაც გაურკვევლობის გამო ბოდიშს მიხდიდა , ავუხსენი რომ არ ვარ ის ადამიანი  , რომ  ცუდი დავიმახსოვრო და კარგი აღარ მახსოვდეს , ვუთხარი რომ მასზე მხოლოდ კარგი მახსოვდა , ისიც მითხრა ამერიკაში ჩამოსვლას და ჩემს ნახვას რომ აპირებდა , შენს დაპროექტებულ სახლებზე და ნახატებზე ვგიჟდებიო, თითქოს  გაზრდილი და უფრო  მგრძნობიარე იყო. 
ჩვენ არ ვყოფილვართ ახლო მეგობრები, თუმცა ვიცი რომ განსაკუთრებულად მოვწონდი და ამას რაღაც ფორმით სუ მაგებინებდა . 
არ იმსახურებდა ესეთ დასასრულს , ძალიან უყვარდა სიცოცხლე და ძალიან აშინებდა სიკვდილი. 
Rest In Peace LIZA"