თორმეტი წელი ლოგინად ჩავარდნილ ბებიას მარტო უვლიდა... ღამე ფენდა თეთრეულს გოგოებს რომ არ დაენახათ...

პოლიტიკოსი ეკა ხერხეულიძე გარდაცვლილი მამის ისტორიას იხსენებს და ამბობს, რომ მას ბებია ძალიან უყვარდა და ზუსტად მამის ბებიის სახელი ჰქვია ახლა მას. როგორც პოლიტიკოსი აღნიშნავს მამა დღევანდელ დღეს გარდაიცვალა.
"ვერაზე,თავის უბანში, ვან კლიბერნს ეძახდნენ.იქ ერთი პატარა ეზო იყო,სადაც 12 წელი ლოგინად ჩავარდნილ ბებიას მარტო უვლიდა.მთელი დღე შრომობდა,საღამოს უნივერსიტეტში ლექციებს ესწრებოდა და მის მომლოდინე ბებიასთან გარბოდა.დედა ამბობდა ღამე ფენდა თეთრეულს გოგოებს რომ არ დაგვენახაო.... ბებია,ეკატერინე ციციშვილი იყო მისი ღმერთი.ოცნება ჰქონდა მისი მოსახელე ქალიშვილი ჰყოლოდა...აუხდა..ამიტომ ვუყვარდი გაგიჟებით.... დღეს მამას გარდაცვალების დღეა...."