
პირველად ვნახე ასეთი პოსტი... განქორწინებაც ამას ქვია... - ტორესა მოსი ცოლს დაშორდა
- 19/01/23
- 66052 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

მწერალი და ტელეწამყვანი ტორესა მოსი ცოლს დაშორდა, ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავრცელებს. მისი თქმით დიდიხანია უკვე ცოლს დაშორდა, მაგრამ ახლა ოფიციალურად გააფორმეს ხელმოწერით. როგორც ის ამბობს ის და მისი ყოფილი მეუღლე კარგი მეგობრები არიან და ახლა მათ სიყვარულს და მეგობრობას აღარაფერი ემუქრება.
აღნიშნულ პოსტს უამრავი კომენტარი აქვს, მათ შორის ნანუკა ჟორჟოლიანი კომენტარია, რომელიც ამბობს, რომ პირველად ნახა მსგავსი პოსტი, ასევე უამრავი ადამიანი უწერს, რომ ასეთი პოზიტიური განქორწინება ცხოვრებაში არ უნახავთ...
"რეალურად ახალი ამბავი არ არის, რომ განქორწინებულები ვართ, თუმცა ვინაიდან ახლა უკვე ოფიციალურადაც გავაფორმეთ და თან მაინც ბევრს არ სურდა დაჯერება და ბევრმაც არ იცოდა, აგერ საჯაროდაც ვდებთ. ჩვენ სიყვარულს და ყველაზე გულწრფელ მეგობრობას, რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ცხოვრებაში, არასდროს არაფერი დამუქრებია და არც აწი ემუქრება, ასე რომ სანერვიულოც არაფერია." - წერს ტორესა მოსი ფეისბუქზე.