კვლევისას შემთხვევით სარძევე ჯირკვლის სიმსივნე დაუდგინდა... ბევრი იტირა...

ექიმი გიორგი ღოღობერიძე თავისი პაციენტის შესახებ, წერს, რომელსაც შემთხვევით მკერდის კიბო დაუდგინდა. ქალბატონი სულ სხვა კვლევების ჩასატარებლად მივიდა ექიმთან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას მკერდის კუბო ჰქონდა. გიორგი ღოღობერიძე ამბობს, რომ თავიდან ქალბატონს ძალიან შეეშინდა, მაგრამ დღეს სრულიად მარტო მივიდა ანალიზებზე და სურათიც კი გადაიღო მასთან ერთად!
"თავიდან სულ სხვა პრობლემით დავიწყეთ მკურნალობა და კვლევისას შემთხვევით სარძევე ჯირკვლის სიმსივნე დაუდგინდა. დიაგნოზი რომ გაიგო, ბევრი იტირა. დღეს კი გაბედულად მარტო მოვიდა და გადასხმის წინ მითხრა, რომ სანამ თმა გამცვივდება, სურათი აუცილებლად უნდა გადავიღოთო ... ის კარგად იქნება ..."