ძალიან ტეხავს... იმ მეორე ტიპთან არ მაქვს პრეტენზია, გაუვიდა და გააკეთა...

ბლოგერი გურამ სროზია მთელი დღის განმავლობაში მეგობარს, სალომეს ეხმარებოდა კროკო ეარვეისის გათამაშებაში, რათა მას იტალიის საგზური მოეგო, მაგრამ როგორც შეროზია წერს, გათამაშება უსამართლოდ ჩატარდა და ძალიან არაკომპეტენტურად, უცნობმა ადამიანმა, რომელიც გათამაშებაში იყო ჩართული ნაყიდი და ფეიქ ლაიქებით მოუგო სალომეს, რაზეც კომპანიამ თვალი დახუჭა.
"მეგობრებო, ერთი უსამართლობის და მორიგი არაკომპეტენტურობის შესახებ უნდა გიამბოთ!
ვიღაც კროკო ეარვეისს ჰქონდა კონკურსი, სადაც ნეაპოლის ტურზე იყო საუბარი და სალომეს დედა ასევე არის ნეაპოლში. გავაზიარეთ, გადავიდა ხალხი და გადაასწრო ყველას. ყოველ ჯერზე, როცა ეწეოდა - ე.წ. კონკურენტი ამატებდა ეგრევე 1000 ლაიქს, სადაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა ბოტები და ყალბი ექაუნთები. პლუს ამ ბიჭს ბოლო პოსტი უდევს თემაზე, თუ როგორ უნდა იყიდო ლაიქები 5 ლარად :))
პლუს, მისი სთორიდან რანაირად შემოვიდოდა 10,000 ლაიქი 3 საათში, როცა ამავე სთორებიდან მანამდე ძლივს ააგროვა რამდენიმე ათასი, თან კომენტარებშიც სალომე ასწრებდა ათჯერ! მე გავუგზავნე ყველა ფაქტი, ვინ საიდან გადავიდა და ასევე შეეძლოთ მოეთხოვათ, მაგრამ არ გაანძრიეს ერთი ადგილი, არც ცოდნა ეყოთ და ასე არაკომპეტენტურად მოიქცნენ!
იმის თქმა მინდა, რომ ასეთ უპასუხისმგებლო და უდონო კომპანიასთან მე არასდროს ვითანამშრომლებ, ან ტურის ფული როგორ უნდა ჩავურიცხო, ან რამე როგორ ვიყიდო, როცა ორჯერ ორს ვერ ადგენენ. უსამართლობაზე მენთება ეგრევე და არაკომპეტენტურობაზე ხომ საერთოდ, ალბათ ძმიშვილი ჰყავთ დასაქმებული მარკეტინგშიც.
ძალიან ტეხავს! და ასმაგად ტეხავს, როცა ასეთ სასიკეთო საქმეში ვუშლით ხელს გოგოს და ასე უსამართლოდ! იმ მეორე ტიპთან არ მაქვს პრეტენზია, გაუვიდა და გააკეთა, მაგრამ კროკორაღაცას რომ არ გავეკარები არასდროს - ეს არის ფაქტი! დაიმახსოვრეთ!"