გული ბევრ რამეზე მწყდება... ეს ცხოვრებაა, ასე ხდება სულ, ყველა მოვუტყუებივართ და იმედებიც გაუცრუებიათ - რას ამბობს სანდრო შელია თათია შრანგიასთან დაშორებაზე

სანდრო შელიასა და თათია შარანგიას დაშორების გარშემო მითქმა-მოთქმა არ წყდება. ისინი იყვნენ ერთ-ერთი ქართველი წყვილი, რომელიც ყველას უყვარდა და ყველას გულს უხარებდა, მიუხედავად ამისა მათი დაშორების შესახებ ცნობა სულ რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა და ეს ორივემ დაადასტურა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თათია შრანგია დაშორებიდან მალევე ახალ შეყვარებულთან ერთად ჯარჯი თორაძესთან ერთად გამოჩნდა სოციალურ ქსელში.
ჟურნალი თბილისელები სანდრო შელიას ესაუბრა მის ოჯახზე და მის ცხოვრებაზე, სადაც სანდრო შელია ამბობს, რომ ძალიან რთულია ვინმეს დადანაშაულება ამ საკითხში, რომ ალბათ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინა პირადი ცხოვრებისთის.
- რაზე გწყდება გული აქ ყველაზე მეტად?
 მე ვფიქრობ, გული ადამიანს შეიძლება მხოლოდ საკუთარ მოქმედებებზე, გადაწყვეტილებებზე დაგწყდეს, იმაზე, რასაც პირადად შენ აკონტროლებ. ამ მხრივ, კი, გული ბევრ რამეზე მწყდება, რაც შეიძლება უკეთ გამეკეთებინა, მეტად მომესმინა, თუნდაც მეტი მემუშავა პირად ურთიერთობებსა თუ საქმესთან დაკავშირებით. როდესაც ვიღაც გულს გწყვეტს, დასკვნები უნდა გამოიტანო, გაკვეთილად უნდა მიიღო და ცხოვრება გააგრძელო.

- თავი მოტყუებულად და დამცირებულად თუ გიგრძნია როდისმე?
 ეს ცხოვრებაა. ცხოვრებაში ასე ხდება სულ, ყველა მოვუტყუებივართ და იმედებიც გაუცრუებიათ. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ჩვენ ირგვლივ ადამიანების სწორად შერჩევა. ნდობა არის ისეთი რამ, რის მოპოვებაც ძალიან რთულია, ხოლო დაკარგვა - წამებში ხდება და სამუდამოდ.