მოვახერხე მის ფეისბუქზე ძრომიალი, სამი ჰქონდა რაც მე ვიცი... ეს ბავშვი ოცი წლის უნდა იყოს წესით...

სალომე ბარკერი გარდაცვლილ დაზე ემოციურ პოსტს გვიზიარებს და ამბობს, რომ ახლა მისი და წესით 20 წლის უნდა იყოს ცხოვრება რომ ასეთი უსამართლო და საშინელი არ იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ახლა ეს გოგონა აღარ არის.
"ეს ბავშვი ეხლა უნდა იყოს 20 წლის, მაგრამ არ არის.
გასულ წლებში, რაღაც დროს მოვახერხე მის ფეისბუქებზე ძრომიალი (სამი ჰქონდა, რაც მე ვიცოდი და კიდევ შეიძლება ოდესმე ახალი აღმოვაჩინო) და ყველა ფოტოს გადმოწერა და შენახვა. სულ ვერ ვათვალიერებ, არ მყოფნის ემოციური რესურსი, მაგრამ დღეს მისი დღეა და თავს ძალა დავატანე. ოცი წლის უნდა იყოს წესით, ცხოვრება რომ საშინლად უსამართლო არ იყოს და ოც ფოტოს გიზიარებთ, თან ყველა მისივე დაპოსტილია და არ ეწყინებოდა "სალო ეს რატომ დადეეე" :))
სოფიტა, ძალიან მხიარული და სიცოცხლისმოყვარე ბავშვიკი, რომელიც სასწაულად მენატრება და მომენატრება სულ, სანამ ვარ. "