დღეს სავსემთვარეობაა... დღეს და ხვალ განსაკუთრებით ფრთხილად იყავით - მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას აფრთხილებს

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას აფრთხილებს დღევანდელ სავსე მთვარეობის შესახებ, მისი თქმით დღეს და ხვალ განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, ასევე მოიმატებს კონფლიქტური სიტუაციები.
"ჩემო  მეგობრებო დღეს 5 თებერვალს სავსემთვარეობაა და მინდა შეგახსენოთ გაჩნდება ორგანიზმში მოჭარბებული ენერგიები, ემოციები, რასაც ზოგიერთი მათგანი ვერ გაუძლებს და აგრესიაში გადაუვა. 
 ეცადეთ სიმშვიდითა და მოზომილი პოზიტივით განვლოთ ეს დღე.
 არ ვარგა დღეს ყოველგვარი დიდი შენაძენებისა და საქმიანი გადაწყვეტილებების მიღება, ასევე ახალი საქმის დაწყება.
 ნუ გადაიღლებით, როგორც ემოციურად, ასევე ფიზიკურად. ეს დაღლილობა თქვენ მერე დიდხანს გაგყვებათ, თუმცა ამ წუთას მომატებულ ენერგიებზე ხართ და არ გჯერავთ და ვერ წარმოიდგენთ.
 ასევე დღეს თავი შეიკავეთ ალკოჰოლისგან და მავნე ჩვევებისგან." - წერს ცაგარელი.