ციხეში რომ ვიჯექი ერთ გოგოსთან მქონდა ურთიერთობა, წერილებს ვწერდით ერთმანეთს და სიგიჟემდე შემიყვარდა, ციხიდან რომ გამოვედი გავიგე რომ... ორი თვე ჩავიკეტე და ვსვამდი

ჟურნალ თბილისელებთან რეპერმა ბედინამ თავის წარუმატებელ სიყვარულზე ისაუბრა, მისი თქმით რამდენიმე გოგონასთან ჰქონდა ურთიერთობა მაგრამ ვერცერთთან სერიოზულად ვერ დასრულდა. როგორც ბედინა ამბობს ციხეში ყოფნის დროს ერთი გოგონა შეუყვარდა, რომელსაც ხშირად სწერდა წერილებს, ციხიდან რომ გამოვიდა ეს გოგონა უკვე გათხოვილი დახვდა.
"ციხეში რომ ვიჯექი, ერთ გოგოსთან მქონდა ურთიერთობა, სერიოზულად ვფიქრობდი მასზე, მიყვარდა, ვწერდი წერილებს და რომ გამოვედი, გათხოვილი დამხვდა. რთულად მივიღე, ძალიან განვიცადე, თუმცა  არც დამირეკავს და არც შევხმიანებივარ. ორი თვე ჩავიკეტე და ვსვამდი. ახლა სიყვარულს არ ვეძებ, ვფიქრობ, თავად მოვა. ჯერ ადრეა, ბევრი რამ მაქვს წინ და მერე ბედნიერებაც აუცილებლად მოვა"