გახსოვთ ადრე რომ გითხარით გული მიგრძნობს პრაიმ ჰაუსში დამიძახებენ მეთქი... უმრავლესობამ რომ პასუხი გამოიცანით მიხარია

პოეტი კოკა კობალაძე თავის გამომწერებს რიტორიკულ კითხვას უსვამს და წერს რომ თუ წარმოუდგენიათ მათ პოეტი "პრაიმ ჰაუსში"... კომენტარების უმრავლესობა იყო არა. შემდეგ თვითონ კობალაძემაც დაწერა, რომ ეს იყო უბრალოდ რიტორიკული კითხვა და ის ვერასოდეს იკადრებს იმას, რაც პრაიმ ჰაუსში ხდება, მლიქვნელობა, თამაშის გამო ვიღაცის შეურაცხყოფა და ა.შ.
"გახსოვთ ადრე, რომ გითხარით - გული მიგრძნობს "პრაიმ ჰაუსში" დამიძახებენ-მეთქი. ეგ დღე ღამდება..))ხოდა… რავიცი.. მხედავთ მანდ?" - ეკითხება პოეტი თავის გამომწერებს, შემდეგ კი კომენტარებში თავადვე პასუხობს:
"რა თქმა უნდა, რომ პასუხი არის - არა. რიტორიკული კითხვის პასუხს უმრავლესობამ, რომ თავი გაართვით მიხარია. არ ვეძებ თავგადასავლებს. არც ექსპერიმენტების მოყვარული ვარ საკუთარ თავზე და არც "პოპულარობის" დაუშრეტელი სურვილი მაქვს)) ვინც მიცნობთ, შედარებით ახლოს, იცით ჩემი ხასიათი. მეორე დღესვე სახლში ვიქნებოდი ე.წ დისკვალიფიკაციით. ვერასდროს ვიკადრებ პროექტისთვის და რეიტინგისთვის წავიდე ჩემი ოჯახის, მეგობრების, ახლობლების და საერთო ღირებულებების წინააღმდეგ, რადგან საქმეს ასე სჭირდება))) მიხარია, რომ 90% “არა” წავიკითხე.
+ არ მგონია,რაიმე უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე სწავლა და იმ პასუხისმგებლობის ტარება, რასაც საკრებულოს წევრობა ჰქვია.
წარმატებები მომავალ მონაწილეებს."