წავედით, მოვაწერეთ ხელი, ფუნიკულიორზე სუფრა გადავიხადეთ... კიჭამ დამაბრალა რომ ვხვრინავდი... ცალ-ცალკე გვეძინა... ჩვენი განქორწინების საბოლოო მიზეზი ეს იყო

ნოე სულაბერიძის გადაცემაში ქართველმა მსახიობმა და იუმორისტმა ცუცაკაპანაძემ, რომელიც უკვე წლებია ემიგრაციაშია ისაუბრა მისი და "კიჭას" ქორწინების შესახებ, რომელიც თურმე რეალური არ იყო. ეს ფაქტი თითქმის არავინ იცოდა და მან საჯაროდ ისაუბრა ამის შესახებ პირველად.

 

"რეალური ცოლ-ქმარი არ ვყოფილვართ. მე იმერეთში დავიბადე და როდესაც თბილისში ჩამოვედი აუცილებელი იყო რომ თბილისში ვყოფილიყავი ჩაწერილი, რომ ბინა მეყიდა. კიჭა ორ ოთახიანში ცხოვრობდა გაფართოება უნდოდა. კომუნისტების პერიოდში ვერ გაფართოვდებოდა თუ ცოლს არ მოიყვანდა. მოკლედ შედგა ჩვენს შორის საუბარი და მითხრა, მოგიწერ ხელს, შენ თბილისში ჩაეწერები და მე გავფართოვდებიო.

წავედით მოვაწერეთ სანაპიროზე ხელი და ფუნიკულიორში სუფრაც გადავიხადეთ. შემდეგ აღმოჩნდა, რომ გაფართოებისთვის მეტი პირი იყო საჭირო და ბავშვზე წავიდა საუბრები. მე ვუთხარი, კიჭა ბავშვს ნამდვილად ვერ გაგიჩენ მეთქი. განქორწინება რომ გადავწყვიტეთ, გვითხრეს ერთი წელი კიდევ უნდა მოგცეთ დრო, იქნებ შერიგდეთო. საბოლოოდ, მიზეზი, რის გამოც სასამართლომ ჩვენი გაყრა გადაწყვიტა, ხვრინვა იყო. კიჭამ დამაბრალა, რომ ვხვრინავდი და ღამე ცალ-ცალკე გვეძინა" - ამბობს ცუცა კაპანაძე