სიყვარულის დღეს გილოცავთ მე და ზურა - რა ხდება ნატა გულიაშვილსა და ზურა ხაჩიძეს შორის?!

მსახიობი და ტელეწამყვანი ნატა გულიაშვილი ზურა ხაჩიძესთან ერთად სიყვარულის დღეს ულოცავს თავის გამომწერებს. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მომღერალთან ერთად გადაღებული სურათი და დაწერა: "სიყვარულის დღეს გილოცავთ მე და ზურა...". აღნიშნულმა პოსტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. როგორც აღმოჩნდა ნატა გულიაშვილი იმ რესტორანში იმყოფებოდა, სადაც ქუჩის ბიჭები მღეროდნენ სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, რა დროსაც მსახიობმა მომღერალთან ერთად გადაიღო სურათი და ასე მიულოცა გამომწერებს სიყვარულის დღე.