არ გეღირსოს იმაზე საინტერესო ცხოვრებაში ვიდრე... ვერ გაიხარებ... ამას ჩემს მაგივრად აკეთებს ერთი ნაგავი

ხატია წერეთელს ფეისბუქი გაუტეხეს, ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავრცელებს, მისი თქმით ბოლო რამდენიმე თვეა ან წელიც კი რაც მის ფეისბუქში ვიღაც უცხო პიროვნება დაძვრება და ხალხს რაღაცებს წერს.
"არ გეღირსოს იმაზე საინტერესო ცხოვრებაში ვიდრე ჩემს პირად მიმოწერებში ქექვაა,  შენი დივიდენდი ცხოვრებაში მხოლოდ ჩემი პაროლის გაგებაა.  ვერ გაიხარებ რა მატლიც ხარ იმ   მატლად დარჩები ყველა რომ შენ გაგსრისავს ბოროტების ბუდევ 
PS, მეგობრებო ვინმეს ჩემგან თუ მოგივიდათ ბოლო თვეების ან წლის განმავლობაში რამე არაადეკვატური  რაც არ შემეფერება ან წაგშალეთ ვინმე მესინჯერიდა იცოდეთ რომ ამას ჩემს მაგივრად აკეთებდა ერთი ნაგავი რომელმაც დამიჰაკა მესინჯერი"