
სამი წლის წინ გავიცანი... პირველივე დღიდან მიყვარს - ბაგირა თავის დიდი ხნის სიყვარულზე საჯაროდ ალაპარაკდა, რეალურად რატომ ატყუებდა ის გურამ შეროზიას?
- 19/02/23
- 39615 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

პრაიმ ჰაუსის ყოფილმა მონაწილემ ბაგირამრეალური სეყვარებული გამოაჩინა და მის შესახებ გამოცემა პრაიმ თაიმს მოკლე ინტერვიუც მისცა, როგორც დეა ამბობს ეს ადამიანი მან 3 წლის წინ გაიცნო და პირველივე ნახვისას შეუყვარდა, მაგრამ ბოროტი ადამიანების ჩარევის გამო ერთად არ იყვნენ. ის ასევე აღნიშნავს რომ ეს ადამიანი ძალიან უყვარს.
დიდი ალბათობით ეს ის ბიწია, რომელთან ერთად გადაღებულ ვიდეოებსაც ის აქვეყნებდა რამდენიმე წლის წინ და მას "შეიხ მეუღლეს ნიკოლასს" ეძახდა.
"ერთადერთი, რისი თქმაც მინდა არის ის, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, როგორიც ვარ დღეს. ჩემი მოტივაცია, ენერგია და "სახლია" ეს ადამიანი. ძალიან ვამაყობ, რომ ასეთი ადამიანი მიყვარს.
3 წლის წინ გავიცანი და შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ პირველივე დღიდან მიყვარს. მიუხედავად ბევრი ბოროტი ადამიანის ჩარევისა და ყველაფრის განადგურების მცდელობისა, ამ დიდ და ძლიერ გრძნობას ვერავინ მოერია. პატივს ვცემ მას, მის ოჯახს, თავადაც რომ იცნობდეთ, მიხვდებოდით, როგორი კარგი ადამიანია და რამდენად ძლიერი პიროვნება! ჩემთვის ეტალონია,როგორი უნდა იყოს კაცი და ზოგადად, ადამიანი. ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ!" - ამბობს პრაუმ ჰაუსის ყოფილი მონაწილე გამოცემა "პრაიმ თაიმთან" საუბრისას